კინო 10 მსახიობი, რომლებიც ოსკარზე არასდროს ყოფილან წარდგენილნი. 2014, 12 ივლისი, 11:46
იყო ცნობილი მსახიობი, ძირითადად ყველასთვის გაიგივებულია უამრავ პრესტიჟულ და საოცნებო ჯილდოსთან, რომლისთვისაც მსახიობები წლების განმავლობაში უამრავ დროსა და ენერგიას ხარჯავენ. არსებობენ მსახიობები, რომლებსაც ბევრი კარგი როლი შეუსრულებიათ დრამასა თუ კომედიაში, მათ ყველა იცნობს და ბევრის საყვარელი მსახიობები არიან, მაგრამ გაგიკვირდებათ და ისინი არასოდეს ყოფილან ყველასათვის საოცნებო ჯილდოს - ოსკარის ნომინანტებიც კი. ხშირად ისინი თამაშობდნენ იმ ფილმებში, რომლებიც არასდროს ყოფილან ოსკარზე წარდგენილი. თუმცა, მათ მიღებული აქვთ „ოქროს გლობუსი“ ან სხვა ჯილდო. საბოლოოდ კი მათი ფილმი უფრო მაღალი რანგის ჯილდოს ნომინანტი აღარ აღმოჩენილა, ან ოსკარზე წარუდგენიათ მხოლოდ მათი პარტნიორი ან მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი. იღბალი ყველგან და ყველაფერში საჭიროა.... ეს მსახიობები მიუხედავად ამ დიდი ჯილდოს არ ქონისა, ხშირად უფრო მეტად დაფასებულნი და ცნობილები არიან, ვიდრე ოსკარის ნომინანტები, რომლებიც რიგ შემთხვევებში მხოლოდ ოსკარის აღების შემდეგ ხდებიან ცნობილები. შეიძლება ითქვას, რომ მათ ყველაზე დიდი „ოსკარი“ - ხალხის სიყვარული დაიმსახურეს. ეს მსახიობები არიან : 10. მეგ რაიანი. 9. დრიუ ბერიმორი. 8. ჯონ გუდმენი. 7. სკარლეტ იოჰანსონი. 6. კამერონ დიასი. 5. დონალდ საზერლენდი. 4. მერლინ მონრო. 3. რიჩარდ გირი. 2. ჯიმ ქერი. 1. კევინ ბეიკონი. 217 5-ს მოსწონს
|