საზოგადოება გიორგი გაბუნია: "ყველა ნიშანია იმისთვის, რომ იფიქრო, გეი ვარ" 2014, 12 ივლისი, 21:03 ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ფართო საზოგადოებამ "კურიერის" წყალობით გაიცნო. კარიერა ტელეკომპანია "მაესტროში" დაიწყო. გიორგი პოლიტიკური ტოქ შოუს "არჩევანის" წამყვანიცაა. ცოტამ თუ იცის, რომ ის ჯულიეტა ვაშაყმაძის ვაჟია. განსაკუთრებული პოპულარობა "რუსთავი 2"-ის ახალმა პროექტმა "x ფაქტორმა" მოუტანა. გასაკვირი არც არაფერი გახლავთ, რადგან მასავით ენამწარე ჟიურის წევრი, თანაც მამაკაცი ქართველ მაყურებელს არ ახსოვს. სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა ერთ-ერთ გადაცემაში სკანდალური განცხადება გააკეთა. გიორგის მტკიცებით, მას ყველა ნიშანი აქვს იმისთვის, რომ საზოგადოებამ მის ორიენტაციაში ეჭვი შეიტანოს. "როდესაც გამოდიხარ ეკრანზე, რა თქმა უნდა, ჩნდება განსაკუთრებული ინტერესი შენი პირადი ცხოვრებისადმი. ჯერ კიდევ წლების წინ დავდიოდი საყურეებით, თმა მქონდა რაღაც ძალიან უცნაურად, მეცვა უცნაურად. ახლა როდესაც ასეთი უცნაურობები ვიზუალურად აღარ ჩანს ინტერვიუებში ვამბობ, რომ არავინ არ მიყვარს და არც არავინ, არასდროს არ მყვარებია. ვამბობ, რომ ცოლის მოყვანა არ მინდა და ოჯახი არ მომწონს. არავინ არ იცის, ძალიან გაგიჭირდება იპოვო ადამიანი ვისთანაც მე მქონდა ხანგრძლივი ურთიერთობა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ყველა ნიშანია იმისთვის, რომ იფიქრო, რომ გეი ვარ"-განაცხადა გაბუნიამ. ვუსურვოთ გიორგის წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 472 3-ს მოსწონს 1-ს არა
|