x
image
ციცი
Mediator image
ლელა მებურიშვილი დედა გახდა
image
ყველასთვის საყვარელ მსახიობს და ტელეწამყვანს, მომხიბვლელ ლელა მებურიშვილს ვაჟი ეყოლა. პატარა ალექსანდრე 4 ივნისს დაიბადა ამერიკის შეერთებულ შტატებში და შესაბამისად ლელას ბიჭი ამერიკის მოქალაქეა.

შეგახსენებთ, რომ ლელას მეუღლე არის ბაჩო საგანელიძე, საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძის ძმისშვილი. წყვილმა გასული წლის ოქტომბერში მოულოდნელად იქორწინა და საფრანგეთში გაემგზავრა თაფლობის თვის გასატარებლად.

ორსულობის ბოლო თვეებში კი მსახიობი ამერიკაში იმყოფებოდა. ლელა მებურიშვილი ფეხმძიმობის გამო, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში", რომელშიც იგი მთავრ გმირს კატოს თამაშობდა, ვეღარ ღებულობდა მონაწილეობას. არ არის ცნობილი, გამოჩნდება თუ არა კატოს როლში ლელა მებურიშვილი ისევ.

ვულოცავთ ლელას და ბაჩოს ალექსანდრეს დაბადებას!


ლელას კი ბედნიერ დედობას და ჯანმრთელი შვილის ყოლას ვუსურვებთ!

ეს ბედნიერი მშობლების და პატარა ალექსანდრეს პირველი ფოტოა, რომელიც ლელას მეუღლის, ბაჩო საგანელიძის "ფეისბუქის" პირად გვერდზეა ატვირთული:

imageimage
ორსული ლელა მებურიშვილის ამერიკაში გადაღებული ფოტოები:

imageimageimage


0
163
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0