საზოგადოება სკანდალი "GDS"-ის ეთერში, ორიგინალურად შესრულებული რაჭული და წამყვანების ამაზრზენი ბოდიში 2014, 11 ივლისი, 21:23 სკანდალებითა და შიშიშვლით პოპულარობის მოპოვება საქართველოში უკვე მოდად იქცა. ბევრი ტალახი მოგხვდება, მაგრამ ყვითელი პრესის ფურცლებიდან ამაყად გადმოხედავ "პატიოსან" ერს.
თინა მახარაძის გულახდილმა ინტერვიუმ სექსის შესახებ ჭკუა ვერავის ასწავლა, ანდა პირიქით, სწორედ მან დამოძღვრა პოპულარობაზე მეოცნებენი. თინას მკერდმოშიშვლებული მერსი მოჰყვა, რომელიც ყოველ გადაცემაში ნელ-ნელა და ნაწილ-ნაწილ შიშვლდება. რას იზამ, სამაგიეროდ ამ პატარა ქვეყანაში უზღვავი რეიტინგიც აქვთ. ახალგაზრდები, რომლებსაც ილია ჭავჭავაძე საქართველოს მეფე ჰგონიათ, ზუსტად გეტყვიან ვინ არის თინა, გინდაც მერსი, ვისთან აქვთ რომანი და ა.შ.
მორიგი სკანდალი ტელეკომპანია "GDS"-ის იუმორისტულ გადაცემაში მოხდა. ჯგუფმა "ბანმა" ყველასათვის ცნობილი და საყვარელი "რაჭული" შეასრულა. სკანდალური თითქოს არც არაფერია... ჯგუფმა ინსტრუმენტის მაგივრად გოგონების უკანალი გამოიყენა.
საზოგადოება მომხდარმა ძალიან გააღიზიანა. მორიგი სკანდალიც აგორდა. ტალახი ყველას მოხვდა, გოგონებს, ჯგუფს და გადაცემის შემოქმედებით გუნდსაც.
გადაცემის წამყვანებმა გადაწყვიტეს ხალხისთვის ბოდიში მოეხადათ. ფორმაც შესანიშნავი მონახეს, გოგონების ადგილი მოირგეს. მომხდარმა და წამყვანების ირონიულმა ბოდიშმა საზოგადოება უფრო გააღიზიანა. 954 6-ს მოსწონს 1-ს არა
|