კულტურა კონჩიტა ვურსტი - პატარძალი? ( + ვიდეო ) 2014, 10 ივლისი, 22:39 ევროვიზია 2014" - ის ტრიუმფატორი "Кончита Вурст стала невестой" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული საიტი. ეპატაჟური ავსტრიელი მომღერალი ჟან პოლ გოტიეს ჩვენებაზე ფატით, კაშკაშა წითელი და ოქროსფერით გაწყობილი ორიგინალური შავი კაბით წარსდგა მაყურებლის წინაშე. ![]() ლეგენდარულმა დიზაინერმა საკუთარ თვითერზე ფოტო ატვირთა წარწერით: – "я люблю Кончиту Вурст! Спасибо тебе большое!– от всей души написал Готье" ! მოდელის შეტყობინება მომღერალმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე განათავსა, სადაც ის ფრანგულად მადლობას უხდის დიზაინერს. როგორც წყარო წერს, ჩვენებამდე დიზაინერმა თავის საყვარელ მომღერალს სასტუმროს ნომერში მდიდრული თეთრი ფერის თაიგული გაუგზავნა სულისშემძვრელი წერილით: – " უძვირფასესო კონჩიტა, კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა პარიზში! მიყვარხარ, ჟან - პოლი".ვურსტმა კი მას ინტერნეტში უპასუხა: - " დიდი მადლობა ძვირფასო ჟან - პოლ!!! ძალიან დავალებული ვარ!" და სტატუსს დაამატა გული. ![]() ორი თვის შემდეგ " ევროვიზიის" გამარჯვებიდან კონჩიტა მსოფლიოში გეი კერპი გახდა. ის ხელმძღვანელობდა გეი აღლუმებს ლონდონში, მადრიდსა და სტოკჰოლმში.შეგახსენებთ, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში ის 2007 წლიდან არის, მაგრამ აღიარება და პოპულარობა მას 2014 წლის გამარჯვებამ მოუტანა. ![]() 44 6-ს მოსწონს
|