x
image
ვიზა კოხაძე
კონჩიტა ვურსტი - პატარძალი? ( + ვიდეო )
ევროვიზია 2014" - ის ტრიუმფატორი "Кончита Вурст стала невестой" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული საიტი. ეპატაჟური ავსტრიელი მომღერალი ჟან პოლ გოტიეს ჩვენებაზე ფატით, კაშკაშა წითელი და ოქროსფერით გაწყობილი ორიგინალური შავი კაბით წარსდგა მაყურებლის წინაშე.image
ლეგენდარულმა დიზაინერმა საკუთარ თვითერზე ფოტო ატვირთა წარწერით: – "я люблю Кончиту Вурст! Спасибо тебе большое!– от всей души написал Готье" !

მოდელის შეტყობინება მომღერალმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე განათავსა, სადაც ის ფრანგულად მადლობას უხდის დიზაინერს.

როგორც წყარო წერს, ჩვენებამდე დიზაინერმა თავის საყვარელ მომღერალს სასტუმროს ნომერში მდიდრული თეთრი ფერის თაიგული გაუგზავნა სულისშემძვრელი წერილით: – " უძვირფასესო კონჩიტა, კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა პარიზში! მიყვარხარ, ჟან - პოლი".ვურსტმა კი მას ინტერნეტში უპასუხა: - " დიდი მადლობა ძვირფასო ჟან - პოლ!!! ძალიან დავალებული ვარ!" და სტატუსს დაამატა გული.imageროგორც გოტიემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მომღერალმა შეძლო, თავი საუკეთესოდ ეგრძნო როგორც სადედოფლო კაბაში, ასევე ფატაში, რომელიც მას უნიკალურად გამოუვიდა და ისე იქცეოდა, როგორც ნამდვილი პროფესიონალი.



ორი თვის შემდეგ " ევროვიზიის" გამარჯვებიდან კონჩიტა მსოფლიოში გეი კერპი გახდა. ის ხელმძღვანელობდა გეი აღლუმებს ლონდონში, მადრიდსა და სტოკჰოლმში.შეგახსენებთ, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში ის 2007 წლიდან არის, მაგრამ აღიარება და პოპულარობა მას 2014 წლის გამარჯვებამ მოუტანა.image



0
44
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0