x
image
მანჩო 777
მსოფლიოს ათი ქვეყანა, სადაც კვების პროდუქტები ყველაზე ძვირია
უკანასკნელ წლებში მთელ მსოფლიოში შეინიშნება პროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდა. თუ ზოგ ქვეყანაში ჩასული ტურისტი ერთ დოლარად მშვენივრად დანაყრდება ქუჩაში, სამწუხაროდ, ეს ნორმას არ წარმოადგენს და არსებობენ ქვეყნები, სადაც კვების პროდუქტები ძალიან ძვირი ღირს.

წარმოგიდგენთ იმ ათი ქვეყნის სიას, სადაც კვების პროდუქტებს ყველაზე დიდი ფასები აქვს.



10. ესპანეთი


image



ესპანეთი ძალიან პოპულარული ქვეყანაა ტურისტებისათვის, განსაკუთრებით კი ბარსელონა და მადრიდი. თავისთავად, ამ ქალაქებში პროდუქტები გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე პროვინციებში. განსაკუთრებით ძვირია აქ ზოგიერთი პროდუქტი, მაგალითად, პურის ბაგეტი 6.25$, ხოლო ერთი კილოგრამი ბრინჯი 7$ ღირს. ეს არის ამ პროდუქტებზე ყველაზე ძვირი ფასები განვითარებული ქვეყნებისათვის.



9.საფრანგეთი


image


ზოგიერთ პროდუქტზე აქ ფასი ძალიან დიდია. მაგალითად, პარიზში ერთი კილოგრამი ქათამი 12$, მ ხოლო საქონლის ხორცი 25$ ღირს. აქ ადამიანი კვებაზე თვეში საშუალოდ 335$-ს ხარჯავს.



8.ბელგია


image


ბელგია ბევრი ტურისტისათვის გაცილებით საინტერესო ქვეყანა, ვიდრე ინგლისი ან საფრანგეთი, რადგან ის ევროპის ცენტრში მდებარეობს და შედარებით ნაკლებადაა დასახლებული.

ბელგიაში საკმაოდ ძვირია ფასტფუდი და კარტოფილი ფრის ერთი ულუფა 4$ ღირს. ერთი კილოგრამი საქონლის ხორცი ბელგიაში 12$, ხოლო 10 ცალი კვერცხი 4$ დაგიჯდებათ. უნდა აღინიშნოს, რომ აქ ბენზინიც საკმაოდ ძვირია-2$, ასე რომ მგზავრობის საფასური კიდევ უფრო ზრდის ხარჯებს.




7.ინგლისი


image


ზოგადად ინგლისი ძალიან ძვირი ქვეყანაა, მაგრამ განსაკუთრებით კატასტროფული ფასებით ლონდონი გამოირჩევა. 200 გრამი კარტოფილი 2.50$, ხოლო ათი ცალი კვვერცხი 5.28$ ღირს. აი ქათმის ხორცი კი აქ ნამდვილი ფუფუნებაა. მიუხედავადა ამისა, ინგლისში იმდენად მაღალი ხელფასებია, რომ აქაურები საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებიან.




6.კუვეიტი


image


ბენზინი კუვეიტში საოცრად იაფია, მისი ფასი დაახლოებით 20 ცენტია, მაგრამ არ გეგონოთ, რომ ამის გამო აქ სიიაფეა. საჭმელი და კვების პროდუქტები აქ ძალიან ძვირია, მაგალითად, ერთი კონა სალათის ფოთოლი 4.50$ ღირს, რაც შეეხება ქათამს, ხორცს და სხვა პროდუქტებს, მათზე ფასი კატასტროფულად მაღალია.



5.კანადა


image


იმის მიხედვით, თუ კანადის რომელ ნაწილში ცხოვრობთ, ფასებიც შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. განსაკუთრებით სიძვირეა მის უკიდურეს ჩრდილოეთ, ძალიან ცივ რაიონებში: აქ თავი კომბოსტო 28$, ხოლო ერთი კილოგრამი ქათმის ხორცი 15$ ღირს. რა თქმა უნდა, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებია, მაგალითად, ლიტრი რძე 1$ღირს, მაგრამ სიძვირე ჩრდილოეთ რაიონებში საშუალო სტატისტიკურ ფასს ძალიან წევს მაღლა.




4.გერმანია


image


გერმანია 2013 წელს წყალდიდობამ ძალიან დააზარალა, რამაც ისედაც მაღალი ფასების 5%-ით ზრდა გამოიწვია. განსაკუთრებით გაძვირდა პური, ბრინჯი, ქათამი და ზოგიერთი სასმელი.



3.ტაივანი


image


ტაივანელები განსაკუთრებით ძვირს იხდიან საქონლის ხორცში, რომელიც აქ 11.50$ ღირს და ლიტრ რძეში, რომელიც 2, 5 $ ღირს. გასაკვირი არაა, რომ ადგილობრივების ძირითადი საკვებია ქათმის ხორცი (კილოგრამი 4$), ბრინჯი (კილოგრამი 2$) და კარტოფილი(2$ კილოგრამი).



2.სამხრეთ აფრიკა


image


ფასები საკვებ პროდუქტებზე იმდენად გაიზარდა ამ ქვეყანაში, რომ ამან ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლებიც კი გამოიწვია. განსაკუთრებით ძვირია პური, რომლის ფასიც უკანასკნელ ერთ წელიწადში 67%-ით გაიზარდა, ხოლო საქონლის ხორცის ფასი 40%-ით. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მართლაც ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან აქ ხელფასი იმდენად მცირეა, რომ ადამიანს საარსებოდაც არ ყოფნის.




1.იაპონია


image


რა თქმა უნდა, ფასების მხრივ გამორჩეული ქვეყანა იაპონიაა.. ტექნიკური განვითარების ფონზე აქ კვების პროდუქტებზე ფასები განსაკუთრებთ დიდია. ყველაზე მაღალი ფასები იაპონიაში ხილზეა. ის იმდენად ძვირია, რომ რიგითი იაპონელებისათვის ფუფუნების საგანს წარმოადგენს. აქ მიღებულია მეგობრის ან შეფისათვის რაიმე ხილის საჩუქრად მირთმევა. ეს ძალიან ძვირფას საჩუქრად ითვლება. წარმოიდგინეთ, რომ იაპონიაში მოჰყავთ ყურძნის სახეობა: ლალისებრი რომაული ჯიშის ყურძენი, რომლის ერთი მტევანი 200 $ ღირს, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა აუქციონზე ამ ყურძნის ერთი მტევანი 4000 დოლარად გაყიდულა.

0
399
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0