x
image
K.P.
გიორგი გაბუნია: "ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება ღმერთია"
imageჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ფართო საზოგადოებამ "კურიერის" წყალობით გაიცნო. კარიერა ტელეკომპანია "მაესტროში" დაიწყო. გიორგი პოლიტიკური ტოქ შოუს "არჩევანის" წამყვანიცაა. ცოტამ თუ იცის, რომ ის ჯულიეტა ვაშაყმაძის ვაჟია. განსაკუთრებული პოპულარობა "რუსთავი 2"-ის ახალმა პროექტმა "x ფაქტორმა" მოუტანა. გასაკვირი არც არაფერი გახლავთ, რადგან მასავით ენამწარე ჟიურის წევრი, თანაც მამაკაცი ქართველ მაყურებელს არ ახსოვს. გიორგი განსაკუთრებული მიდგომებითაც გამოირჩევა, კარიერის დასაწყისში კი არაორდინალური იმიჯითაც იწონებდა თავს.

image

გაბუნიას მტკიცებით მისი ყველაზე დიდი იმედგაცრუება ღმერთია და საკუთარი თავისათვის კითხვების დასმისაც არ ეშინია.

"ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება ღმერთია, გააჩნია, ამაში ვინ რას დაინახავს და ვინ რას ამოიკითხავს. საზოგადოებას სრულ თავისუფლებას ვაძლევ, თავისი ინტერპრეტაციებით აღიქვას ჩემი სიტყვები. დღეს საზოგადოების 99% გიპასუხებთ, რომ სულით ხორცამდე მორწმუნეა, მაგრამ მათ რომ ჰკითხო, რა სწამთ, ვერ გეტყვიან, აზრზე არ არიან. ბევრს ეშინია იმის თქმა, რომ რაღაც კითხვები აქვთ საკუთარ თავთან, მე კი ამის არ მეშინია"-ამტკიცებს გიორგი.


სულ ცოტა ხნის წინ გაბუნიამ სოციალურ ქსელში გიგი უგულავასთან ერთად გადაღებული ფოტოც ატვირთა კომენტარით: "ჩემი და გიგი უგულავას ნათელი წარსული". კიდევ ერთი ადამიანია აქ ჩვენთან ერთად, რომელიც არ ჩანს - ნინო სუხიშვილმა გადაგვიღო ეს ფოტო".

ვუსურვოთ გიორგის წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

image

imageimage


0
627
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
627
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0