x
image
ვიზა კოხაძე
უცხოეთის სკანდალურ სიაში ქართველი მომღერალი ქეთი მელუაც მოხვდა (+ ვიდეო)
imageბრიტანელებმა ცნობილი ვარსკვლავების სკანდალური სია გამოაქვეყნეს, სადაც თითოეულ მათგანს დიდი რაოდენობის საგადასახადო დავალიანებაში სდებენ ბრალს და უზარმაზარ თანხას ედავებიან. აღნიშნულ სიაში კი ჩვენი თანამემამულე ქეთი მელუაც მოხვდა, რომელსაც გადასახადების დაფარვისთვის 500 ათას ამერიკულ დოლარს, ანუ ნახევარ მილიონს ედავებიან ბოლო ორი წლის მანძილზე.სიაში მოხვდნენ მაღალი პროფილის ადამიანები: მსახიობები, მომღერლები, ექიმები, ბიზნესმენები, მოსამართლეები, ადვოკატები და სულ ჯამში მათი რიცხვი 1600 კაცისგან შედგება.

ბრიტანული სატელევიზიო გადაცემები აქტიურად განიხილავენ უკვე გახმაურებულ სკანდალურ სიას. დევიდ კამერონიც კი საუბრობს საგადასახადო დავალიანებებზე და მოუწოდებს ყველას, სასწრაფოდ დაფარონ თითოეული ცენტი.

image

მათ რიცხვში არიან ჯორჯ მიშელი, სერ მაიკლ Caine, გარი ბარლოუ, ქეთი მელუა და დავალიანება ჯამში 1, 2 მილიარდი დოლარია.image


გასაიდუმლოებულმა მონაცემთა ბაზამ გაჟონა The Times - ის მეშვეობით. სამწუხაროდ ქართველი ქეთი მელუა სიის დასაწყისშია შეყვანილი.წყაროს ცნობით, დიდი ბრიტანეთი აგრესიული საგადასახადო სისტემით მსოფლიოში განთქმულია.

როგორც მომღერალმა ინტერვიუში განაცხადა, მან საკუთარი შემოსავლების თითქმის ნახევარი 2008 წელს გადასახადებში დატოვა, მაგრამ ამჯერად ისევ ცუდ გადამხდელთა სიაშია მომღერალი.მელუას ადვოკატმა ამის შესახებ The Times აცნობა, რომ ქეთი მზადაა ეს თანხა გადაიხადოს, რისთვისაც მან ბუხჰალტრების მთელი არმიის მობილიზება შეძლო, რომლებიც მოზიდული ინვესტიციებით მზად არიან საბაჟო და საშემოსავლო დავალიანებები მთლიანად დაფარონ.
imageimage

0
237
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0