შოუბიზნესი ყველაზე გახმაურებული სკანდალები სილამაზის კონკურსში გამარჯვებულების გარშემო 2014, 8 ივლისი, 17:10 "მის კალიფორნიას" გამარჯვებულის კერი პრიჯინის გარშემო მას შემდეგ ატყდა სკანდალი, როდესაც მან ჰომოფობიური განცხადება გააკეთა:"ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არჩევანი უნდა გააკეთო ერთსქესიანთა და სხვადასხვა სქესიანთა შორის..მე ვთვლი, რომ ქორწინება მამაკაცსა და ქალს შორის უნდა განხორციელდეს, არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ მე ასე ამღზარდეს."
ამ სიტყვების შემდეგ კერი ამერიკელი კონსერვატორებისთვის საყვარელი პიროვნება გახდა, ხოლო მას ვერ იტანდნენ ლიბარალები, რომლებიც სექსუალური უმცირესობების უფლებებს იცავენ. შემდგომ "მის ამერიკის" ორგანიზატორმა, მილიარდელმა დონალდ ტრამპა გამოაცხადა, რომ "მის კალიფორნიას" ჩამოერთვა ტიტული, თითქოს იმის გამო, რომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები. ლუიზიანის "მის თინეიჯერს", კინდსი ევანსს გვირგვინი ჩამოართვეს გამარჯვებიდან 10 დღის შემდეგ. მან მეგობრებთან ერთად რესტორანში ისადილა და არ გადაიხადეს 46$. რესტორნიდან გამოპარულმა აღმოაჩინა, რომ ხელჩანთა იქ დარჩა, უკან მიბრუნებული ევანსი დააკავეს, ამას ისიც დაემატა, რომ გოგონას ხელჩანთაში მარიხუანა აღმოუჩინეს. 2008 წლის "მის სამყარო", ვენესუელელი დაიანა მენდოზას კინაღამ გვირგვინი ჩამოართვეს იმის გამო, რომ ტოპლესი გადაიღო. გოგონა ტიტულის ჩამორთმევისგან იმან გადაარჩინა, რომ ზოგიერთის აზრით მენდოზას ფოტო "მხატვრულ ღირებულებას" წარმოადგენდა. "მის ნიუ-ჯერსი" 2007 წლის გამარჯვებულს, ემი პოლუმბოს უცნობი აშანტაჟებდა, ამბობდა, რომ გამოაქვეყნებდა სკანდალურ ფოტოს ყველას დასანახად. თუმცა გოგონა არ აყვა შანტაჟს და თვითონ გამოაქვეყნა ის ფოტოები, რომლითაც ემუქრებოდნენ.პოლუმბოს კინაღამ ტიტული ჩამოართვეს. "მის სამხრეთ კაროლინა" ლორენ კეიტლინი გახდა ინტერნეტის სენსაცია, როდესაც "მის თინეიჯერი 2007"-ზე კითხვაზე საოცრად იდიოტური და აბდაუბდა პასუხი გასცა.კითხვა კი შემდეგში მდგომარეობდა:"რატომ ვერ პოულობს რუკაზე თავის ქვეყანას ყოველი მეხუთე ამერიკელი?" პასუხი კი ამგვარი იყო:"მე პირადად მჯერა, რომ ამერიკელები ცხოვრობენ აშშ-ში და ვერ აკეთებენ ამას, რადგან მმმმ, ზოგიერთი ადამიანს აქ ჩვენთან არა აქვს რუკები და, უჰ, მიმაჩნია, რომ ჩვენში განათლების დონე იგივეა, როგორც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, და მმმ ერაყში .ისევე როგორც ყველგან, და მე მჯერა, რომ, უჰ, ჩვენი განათლება უნდა დაეხმაროს აშშ-ს, უჰ, უნდა დაეხმაროს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას... და ეს უნდა დაეხმაროს ერაყს და აზიის ქვეყნებს. ასე შეგვიძლია ავაშენოთ ჩვენი მომავალი, ჩვენთვის ". არიზონის შტატის სილამაზის კონკურსის სამგზის ფინალისტმა, კუმარი ფულბრაიტმა ორ მეგობართან "მის Pima County-2005" და "მის Desert Sun -2006" -სთან ერთად სარდაფში დაამწყვდიეს ყოფილი მეგობარი. გამოძიების ინფორმაციით 24 წლის მამაკაცს პისტოლეტით ემუქრებოდნენ, ამასთანავე წაართვეს საფულე, 500$ და ტელეფონი.ამასთანავე კუმარი მოკვლით ემუქრებოდა მამაკაცს, მან დანით რამდენიმე ჭრილობაც მიაყენა. 10 საათიანი პატიმრობის შემდეგ ახალაგაზრდა კაცმა მოახერხა სარდაფიდან გაქცევა და ყველაფერი პოლიციას აცნობა. "მის ნევადას", კეიტი რიზს 2006 წელს ჩამოართვეს ტიტული მას შემდეგ როდესაც ინტერნეტში გამოჩნდა მისი 3 წლის წინანდელი ფოტოები. ფოტოებში გოგონა სხვა გოგონას ტუჩებში კოცნის, ურცხვად ახდენს მკერდის და ქვედა საცლების დემონსტრირებას. თუმცა სკანდალს მის გარშემო უკვალოდ არ ჩაუვლია.ზოგი ჭირი მარგებელიაო.მან 2 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა საესტრადი შოუს გამართვისათვის ლას-ვაგასში «Hard Rock Hotel & Casino»-ში. "მის ბრიტანეთი 2006"-ს დანიელა ლოიდს(ო' ჰარა) -ს ჩამოართვეს ტიტული მას შემდეგ, რაც გაშიშვლდა «Playboy»-სთვის და ამასთანავე იწვა ჟიურის ერთ-ერთ წევრთან კონკურსის გამართვის პერიოდში. 2008 წელს "მის ვიცე მექსიკას" ლაურა ელენა ზუნიგა ჰუიზარს ჩამოერთვა ტიტული მას შემდეგ, როდესაც იგი დაკავებული იქნა პოლიციის მიერ ბანდიტ-ნარკომოვაჭრეებთან ერთად. 199 7-ს მოსწონს
|