სხვა გარდაცვლილმა ბებიამ შვილიშვილს საიქიოდან სელფი გამოუგზავნა 2014, 7 ივლისი, 20:43 უცნაური შემთხვევა მოხდა რუმინეთში, ქალაქ ჩურჩესში(churches), როდესაც 34 წლის ქალმა ჩართო მობილური ტელეფონი და აღმოაჩინა 3 წლის წინ გარდაცვლილი ბებიის სელფი. ქალი თვლის, რომ გარდაცვლილმა ბებიამ იმ ქვეყნიდან შეტყობინება გამოუგზავნა, იუწყება Mirror-ი. ფოტოს ხარისხი, რომელიც თითქოს საიქიოდან არის გამოგზავნილი საკმაოდ ბუნდოვანია. ცხონებულის სახე თითქოს დაბურული სარკის მიღმაა გადაღებული.გარდაცვლილ ბებიას კისრის ირგვლივ თეთრი მოსასხამი აქვს შემოხვეული. შვილიშვილმა, ჯინა მიხაიმ სურათი მკითხავთან წაიღო. მკითხავის თქმით, განსვენებულს "კისერზე გველი ყავს ჩასახლებული".რითაც ბებიის გზავნილი ატყობინებს მის მიწიერ ცოდვებს. " მკითხავმა მითხრა, რომ ბებია მთხოვს გადავარჩინო მისი სული.ამისთვის საჭიროა, რომ ხშირად ვიარო და ვილოცო ეკლესიაში." ამის შემდგომ ოჯახი ხშირად დადის ეკლესიაში, მას მეზობლებმაც მიბაძეს, რომლებსაც ასევე არ სურთ, რომ მათი სიკვდილის შემდეგ სააქაოს დარჩენილ ნათესავების "კისერზე გველმა არ დაიბუდოს". ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ბებიამ იმ მომენტში "დაამყარა კავშირი" შვილიშვილთან, როდესაც იგი ფუნთუშებს აცხობდა. ეს შემთხვევით არაა, აღმიშნა ჯინა მიხაიმ, რაც ბებია გარდაიცვალა მისთვის საკვები არ მიმიტანია სასაფლაოზე, არა და რუმინეთში ასეთი ტრადიციაა:სასაფლაოზე მიაქვთ საკვები მიცვალებულისთვის და სასაფლაოზე ტოვებენ, რომ მათ სულებს ჰქონდეთ იმ ქვეყნიური საზრდო. ამჟამად ჯინას ყოველდღიურად მიაქვს საკვები ბებიის საფლავზე.ადგილობრივმა მღვდელმა ურჩია ეს 40 დღის განმავლობაში გააგრძელოს. 933 9-ს მოსწონს
|