საზოგადოება საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა 2014, 7 ივლისი, 14:01 ![]() ![]() შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრიც გახლდათ. 1992 წელს საქართველოში დაბრუნდა. მასზე თავდასხმა სამჯერ მოაწყვეს, სამივეჯერ გადარჩა. საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ორჯერ ეკავა, 1995 წელს ხმათა 74%, ხოლო 2000 წელს ხმათა 82% მიიღო. 2003 წლის 23 ნოემბრის, ვარდების რევოლუციის შემდეგ თანამდებობა მშვიდობიანად, უსისხლოდ დატოვა. რის შემდეგაც საქართველოში 9 წლის მანძილზე ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ედუარდის მეუღლე, ნანული ცაგარეიშვილი-შევარდნაძე 2004 წელს გარდაიცვალა. წყვილს 2 შვილი, ვაჟიშვილი პაატა და ქალიშვილი მანანა ჰყავს. ![]() ![]() 108 3-ს მოსწონს
|