კინო ცნობილი წიგნების ყველაზე წარმატებული ეკრანიზაციები (პირველი ნაწილი) 2014, 3 ივლისი, 15:22 ყოველთვის საინტერესოა საყვარელი წიგნების ხელმეორედ გადაკითხვა, მაგრამ ასევე ძალიან სასიამოვნია თავიდან უყურო ეკრანიზაციას შესანიშნავი ნაწარმოებებისა, რომლებიც სულის სიღრმემდე აღწევენ.
წარმოგიდგენთ შესანიშნავ მაგალითებს მხატვრული ნაწარმოებების გადატანისა კინოს იდუმალ და ჟრუანტელისმომგვრელ სამყაროში.
"ნათლიმამა" წიგნის ავტორი- მარიო პიუზო ფილმის რეჟისორი-ფრენსის ფორდ კოპოლა "ნათლიმამა" -ესაა წიგნი განგსტერების შესახებ, რომელსაც შევყავართ მაფიის სამყაროში. ნაწარმოების სამსაათიან ეკრანიზაციაში პიუზომ და კოპოლამ გვიჩვენეს ოჯახებსა და ადამიანებს შორის დაპირისპირება და ომი. ფილმი შესანიშნავია, ყოველგვარი ლაფსუსების და მინუსების გარეშე. თუნდაც ზეპირად იცოდე მისი თითოეული მონაკვეთი, მაინც გინდება ხელმეორედ უყურო და დატკბე ნიჭიერი მსახიობების ბრწყინვალე თამაშით. "მწვანე მილი" წიგნის ავტორი-სტივენ კინგი ფილმის რეჟისორი-ფრენკ დარაბონტი რეჟისორ დარაბონტს ფილმის გადაღების ორი გზა ჰქონდა-ან შეესწორებინა ნაწარმოების შინაარსი და ფილმი უფრო სანახაობრივი და პოპულარული გაეხადა, ან მიჰყოლოდა მას და მაყურებლის წინაშე გადაეფურცლა წიგნის ყოველი გვერდი. მან მეორე გზა აირჩია. რეჟისორმა ოდნავადაც კი არ გადაუხვია შინაარსიდან, პედანტივით ზუსტად მისდია მას. გმირების დიალოგებიც კი აბსოლუტურად მიახლოებულია ტექსტთან. სამაგიეროდ რეჟისორმა მშვენივრად გადმოგვცა დანაშაულებრივი სამყაროს ცხოვრება, იქ გამეფებული შიშისა და ტკივილის ატმოსფერო, დამნაშავეების მძიმე ცხოვრების გზა. "მებრძოლთა კლუბი'' წიგნის ავტორი-ჩაკ პალანიკი ფილმის რეჟისორი-დევიდ ფინჩერი ფილმის კადრებში არაფერია ისეთი, რაც მისი ძირითადი შინაარსიდან მოგწყვიტავთ, მაგრამ ფილმის ფინალი განსხვავდება წიგნის დასასრულისაგან, რეჟისორმა ის შეცვალა. თუმცა ასეთი ფინალი კიდევ უფრო მეტად მოქმედებს მაყურებლის ფსიქიკაზე და ცნობიერებაზე. ფინჩერის ამ ფილმს შეუძლია შეცვალოს სამყაროს აღქმა ადამიანის თვალში. ''გაქცევა შოუშენკიდან'' წიგნის ავტორი-სტივენ კინგი ფილმის რეჟისორი-ფრენკ დარაბონტი ფილმში უფრო მეტად ყურადღება გამახვილებულია არა პატიმრების მძიმე ყოფა-ცხოვრებაზე ციხეში და თავად გაქცევის პროცესზე, არამედ წმინდა ადამიანურ ურთიერთობებზე. ტიმ რობინსმა და მორგან ფრიმენმა თავიანთი უბადლო შესრულებით გვიჩვენეს მათი პერსონაჟების ძლიერი და სიღრმისეული სახე. ბრწყინვალე სამსახიობო შესრულებას და ძლიერ სცენარს ემატება ტომას ნიუმანის მშვენიერი მუსიკა, რომლებიც ერთად აღებული შესანიშნავად გადმოგცემენ შოუშენკში გამეფებულ ატმოსფეროს და მთავარი გმირების შინაგან სამყაროს. ''ფორესტ გამპი'' წიგნის ავტორი-უინსტონ გრუმი ფილმის რეჟისორი-რობერტ ზემეკისი გროტესკული სიუჟეტი არათუ აფუჭებს სურათს, არამედ მას უკეთესს და უფრო საინტერესოს ხდის, უსვამს რა ხაზს მომხდარის ფანტასტიურობას. ფილმის შესანიშნავი სცენარიდან ნებისმიერი მონაკვეთი შეიძლება ყოველდღიური ცხოვრების სახელმძღვანელოდ გამოვიყენოთ. ტომ ჰენქსის შესანიშნავი თამაში კი მიუთითებს მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობის ზუსტ და იდეალურ შერჩევაზე. ეს ჰენქსის საუკეთესო როლია, რაც კი მას უთამაშია. ფილმი მშვენივრად აკმაყოფილებს ნებისმიერი ასაკის და ხასიათის ადამიანის გემოვნებას. ''ქარწაღებულნი'' წიგნის ავტორი-მარგარეტ მიტჩელი ფილმის რეჟისორები-ვიქტორ ფლემინგი, ჯორჯ კიუკორი, სემ ვუდი ფილმი "ქარწაღებულნი" კინოს ისტორიაში პირველი ფერადი ფილმი იყო. მიუხედავად ამისა, ახლაც კი, თანამედროვე სპეცეფექტებით განებივრებული მაყურებელი აღფრთოვანებაში მოდის ამ მშვენიერი სურათის ნახვით. არავითარი სპეცეფექტები არ შეედრება ტარას მამულის თავზე სარკესავით მოკრიალებულ ცას და ბამბის პლანტაციების უსასრულო თოვლივით თეთ ზღვას. ფილმი მოგვითხრობს სიცოცხლის სიყვარულზე, წარსულ ეპოქაზე და დაკარგულ იდეალებზე, ადამიანის სულის გაუტეხლობასა და სიყვარულის რწმენაზე. ''ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა'' წიგნის ავტორი-კენ კიზი ფილმის რეჟისორი-მილოშ ფორმანი თავის დროზე ფილმის რეჟისორს მილოშ ფორმანს ბევრი საყვედურის მოსმენა მოუხდა წიგნის ავტორის კენ კიზისაგან. საყვედური ეხებოდა იმას, რომ რეჟისორმა გადაუხვია წიგნის შინაარსს და საგრძნობლად შეცვალა იგი. კინმა უარიც კი თქვა ფილმის ნახვაზე, როცა ის ეკრანებზე გამოვიდა, მაგრამ წლების შემდეგ ის დარწმუნდა, რომ რეჟისორი სწორი გზით წავიდა და ფილმმაც დიდ წარმატებას მიაღწია. მსახიობების მთელი დასის გასაოცარი თამაში და მათი ოსტატობა ფილმს სანახაობრივად არაჩვეულებრივს ხდის. ''ნათება'' წიგნის ავტორი-სტივენ კინგი ფილმის რეჟისორი-სტენლი კუბრიკი შემთხვევითი არაა, რომ ფილმი ''ნათება'' მთელ მსოფლიოში მიჩნეულია "ჰორორის" ჟანრის ეტალონად, რადგან კუბრიკმა ეს ფილმი სულისგამყინავ და სანახაობრივად არცთუ საინტერესო წიგნის მიხედვით გადაიღო. ესაა ფილმი, რომლის ნახვისას ძარღვებში სისხლი გეყინებათ და რომელიც გაიძულებთ ირწმუნოთ გონების ძალა. ''კრავთა დუმილი'' წიგნის ავტორი-ტომას ჰარისი ფილმის რეჟისორი-ჯონათან დემე ჯონათან დემემ გადაიღო ფილმი, რომელსაც არანაკლები წარმატება ჰქონდა, ვიდრე წიგნს. ეს ფილმი გვაძრწუნებს და შიშს გვგვრის. აქ არაა ინტრიგები, არაა დამალული სიუჟეტი, მუსიკა უკრავს წყნარად და მშვიდად, მაგრამ არის დაძაბულობა და შიში, როცა ხედავ, როგორ უსწორდება ჰანიბალ ლექტორი თავის მსხვერპლს. ეს ფილმი თავისი ჟანრის ნამდვილი შედევრია. ''შინდლერის სია'' წიგნის ავტორი-ტომას კენილი ფილმის რეჟისორი-სტივენ სპილბერგი "შინდლერის კიდობანი"-ესაა სულშიჩამწვდომი წიგნი ჰოლოკოსტის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ისტორიებზე. წიგნმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა და ბუკეროვსკის პრემიაც მიანიჭეს, მაგრამ მისი ნამდვილი პოპულარობა სტივენ სპილბერგის უნიჭიერესი ეკრანიზაციის შემდეგ მოვიდა. ფილმმა მიიღო 7 ოსკარი, 7 BAFTA-ს პრემია, 3 "ოქროს გლობუსი" და გრემის პრემიაც კი. 832 9-ს მოსწონს
|