კულტურა რა მოხდა ღამის კლუბში ლეონარდო დიკაპრიოსა და ჯასტინ ბიბერს შორის 2014, 1 ივლისი, 18:42 დღეს უცხოური პრესა ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავმა ლეონარდო დიკაპრიომ საქვეყნოდ შეარცხვინა ახალგაზრდა კანადელი შემსრულებელი ჯასტინ ბიბერი. როგორც წყარო გვატყობინებს, პოპ - ვარსკვლავმა გადაწყვიტა კარგად დასვენება. ის ამჟამად კანში იმყოფება და წუხელ ღამით ერთ - ერთ ცნობილ კლუბს სტუმრობდა დროის გასატარებლად.მომღერალმა в вип-зоне შეამჩნია, რომ ლეონარდო დიკაპრიო იჯდა მაგიდასთან და გადაწყვიტა მასთან მისულიყო.მაგრამ მოვლენები ძალიან ცუდად განვითარდა. როდესაც მსახიობმა მომღერლის სურვილი შეიტყო, საკუთარ დაცვას უბრძანა, რომ მას არ მიახლოებოდა ჯასტინ ბიბერი. იმავე წყარო წერს, რომ დიკაპრიო ბიბერს არასერიოზულ ახალგაზრდად მიიჩნევს და ეს სკანდალური მომღერალი საუბრის ღირსად არ ჩააგდო. ღამის კლუბში მომხდარ არასასიამოვნო ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს, რომლებიც ნათლად აღწერენ თუ როგორ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი პოპვარსკვლავმა. კიდევ იმასაც უსვამენ ხაზს, რომ დიკაპრიოს საკუთარი პრობლემები აქვს და მომხდარს სწორედ მის ბოლოდროინდელ წარუმატებელ წელს უკავშირებენ - ამიტომ ლეოს ახალი პრობლემები ნამდვილად არ სჭირდებოდა, რომ ჩხუბისა და აყალმაყალის მოყვარულ ბიბერთან არ გაება საუბარი. 295 10-ს მოსწონს 1-ს არა
|