კულტურა ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საქორწინო ბეჭდები ( + ბევრი ფოტო ) 2014, 30 ივნისი, 19:16 ბევრი ცნობილი ვარსკვლავი თავს კარგავს, როცა საქმე მათ სიყვარულს ეხება და ეს გრძნობა კიდევ უფრო ძლიერდება იდეალური და ორიგინალური საქორწინო ბეჭდის ჩუქების პროცესში. მაგალითისთვის საკმარისია გავიხსენოთ კემბრიჯის ჰერცოგინიის საქორწინო ბეჭედი, რომელიც პრინცესა დიანას ეკუთვნოდა და რომლის ღირებულება 140 000 დოლარია, ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის ის "ბუჟუტერიად" მოიხსენიება. კიმ კარდაშიანის საქორწინო ბეჭდის ღირებულება 2, 5 მილიონი დოლარია, თუმცა ზოგ შემთხვევაში 15 კარატიან ბრილიანტს 8 მილიონიან ძვირფას ნივთად აღიარებენ. წყაროს ინფორმაციით, კიმს არც პირველი ქმრისგან ნაჩუქარი ბეჭედი ჰქონდა ამაზე ნაკლები. უფრო ძვირადღირებული საქორწინო ბეჭედი მიიღო ბიონსემ ჯეი ზისგან, რომელიც 18 კარატიანი ბრილიანტია და რომლის ღირებულება 5 მილიონია. 4 მილიონ დოლარად შეიძინა 12 კარატიანი ცისფერი ბრილიანტის საქორწინო ბეჭედი ჯენიფერ ლოპესის ქმარმა მარკ ენტონმა. მართალია მათი ქორწინება კრახით დასრულდა, მაგრამ მომღერალს დღეს მისი გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი, რადგან ვილა უნდა შეიძინოს. 4, 5 მილიონ დოლარად შეიძინა პარის ჰილტონისთვის ბერძენმა საყვარელმა პერის ლატსისმა 24 კარატიანი მართკუთხა ალმასის თეთრი ოქროს ბეჭედი, რომელიც მომღერალმა გაყიდა და თანხა შემოწირულობებში გადარიცხა. უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედს ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ ატარებდა ჟაკლინ ონასისი - კენედი, რომელსაც საჩუქარი არისტოტელე ონასისმა გაუკეთა. 42 კარატიანი ბრილიანტი 2, 6 მილიონი დოლარი ღირდა. .მაიკლ დუგლასის საქორწინო ბეჭედი კეტრინ ზეტა ჯონსისთვის 10 კარატიანი ბრილიანტი რომლის ფასი 2, 5 მილიონი დოლარია. 141 6-ს მოსწონს
|