x
image
მანჩო 777
თანამედროვე "ვამპირების სოფელი" ბრაზილიაში
"ვამპირების სოფელი"-ასე უწოდებენ ხოლმე ბრაზილიის ერთ-ერთ სოფელ არარასს, რომელიც განლაგებულია მთიან ქედებს შორის მდებარე ულამაზეს ხეობაში. სოფელ არარასის მცხოვრებლებისათვის მზე- მათი დაუძინებელი მტერია. ისინი იძულებული არიან დაემალონ მზეს და სახლებიდან მხოლოდ საღამოობით გამოვიდნენ, როგორც მითოლოგიური ვამპირები.

საქმე იმაშია, რომ სოფელ არარასის მცხოვრებლები იტანჯებიან უიშვიათესი კანის დაავადებით, რომელიც პიგმენტაციის დარღვევასთანაა დაკავშირებული და მას პიგმენტური ქსეროდერმა ჰქვია.


image


ამ ადამიანების კანი ისეთივე სათუთია, როგორც პერგამენტი. ის ძალიან თხელია და მგრძნობიარე მზის სხივების მიმართ. კანს არ გააჩნია არავითარი დამცავი მექანიზმი. ულტრაიისფერი გამოსხივება კანის საშინელ დეფორმაციას იწვევს, ხანდახან ის უბრალოდ "დნება" მზის სხივების ქვეშ.



image


არარასი ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც ამ დაავადებით დატანჯული ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. რატომაა თითქმის მთელი სოფელი ავად? ამ კითხვაზე პასუხი წარსულში უნდა ვეძებოთ. საქმე იმაშია, რომ სოფელი დააარსა რამოდენიმე ნათესაურმა ოჯახმა, ესე იგი აქ ხშირად ჰქონდა ადგილი ინცესტს და ამის შედეგად გავრცელდა მემკვიდრეობითი დაავადება-პერგამენტის კანი.


image


სურათზე თქვენ ხედავთ სოფლის მცხოვრებ ანტონიო ჟარდინს, რომელიც ექიმის კონსულტაციას ელოდება. მას უკვე 50-ზე მეტი ოპერაცია ჩაუტარდა კანზე წარმონაქმნების მოსაშორებლად, მაგრამ ამის ერთადერთი შედეგი ის იყო, რომ ჟარდინიმ ცხვირი დაკარგა. ის იხსენებს, რომ სიმსივნური წარმონაქმნების გაჩენის პირველი სიმპტომები 9 წლის ასაკში გამოეკვეთა.


image


არარასის მცხოვრებთა უმეტესობა ფართე შლიაპებს ატარებს, რომ როგორმე დაიცვან თავი მზის სხივებისაგან და შეაჩერონ ავადმყოფობის პროგრესირება, მაგრამ მოსახლეობის ძირითად ნაწილს ეს არ შველის და ისინი იძულებული არიან მხოლოდ დაღამებისას გამოვიდნენ სახლებიდან.. აი რატომ უწოდებენ არარასს "ვამპირების სოფელს".


image


სოფლის მცხოვრებლები თავიანთ ბავშვებს დაბადებისთანავე იცავენ მზისაგან, რადგან არავინ იცის, როდის იჩენს თავს ავადმყოფობა.

დეფორმირებული კანი და სიმსივნური წარმონაქმნები არარასელების ერთადერთი პრობლემა არაა. პერგამენტის კანს თან ახლავს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: სმენის დაქვეითება, კუნთების ტონუსის კლება, მოძრაობის კოორდინაციის პრობლემა, აუტიზმი, მაგრამ მთავარი პრობლემა მათთვის მაინც მზეა.


imageimage

7
215
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
215
  
2014, 30 ივნისი, 23:08
ეს დაავადება კეთრის ერთ- ერთი სახეობა მგონია
2014, 30 ივნისი, 23:06
საცოდავები, ჯოჯოხეთში ცხოვრობენ.
2014, 30 ივნისი, 23:06
:P:P:P კაი
2014, 30 ივნისი, 23:05
ყავაც იქნება
2014, 30 ივნისი, 23:05
მაგას ყავაჯობდა :D
2014, 30 ივნისი, 23:03
საღამო მშვიდობის:) აი ვამპირები დაგახვედრე:D
2014, 30 ივნისი, 23:02
მოვედი :P
0 1 7