x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დაიქირავე ცრუ მღვდელი
image





















ამერიკელების 73% პროცენტი ქრისტიანია, ბრიტანელების 71% -მა იდენფიცირება ქრისტიანობაზე მოახდინა, ხოლო რაც შეეხება იაპონელებს მხოლოდ 1%-ს სწამს ქრისტესი...თუმცა იაპონიაში გამართული ქორწილების 90% ქრისტიანული წეს-ჩვეულებით იმართება..თეთრი კაბა, ავე მარია და რაც მთავარია დაქირავებული ცრუ მღვდელი.


დასავლური ყაიდის ქორწილით გატაცების მოდა იაპონიაში გასული საუკუნის 80-იან წლებში მოხდა.მილიონობით იაპონელი ადევნებდა თვალს ტელევიზიის მეშვეობით პრინცესა დიანას ან სხვა ცნიბილი ადამიანების საქორწინო ცერემონიალს.


ამ ცერემონიალისთვის ქირაობენ ცრუ მღვდელებს, რომელთა უმეტესობა ევროპიდანაა, რა თქმა უნდა არიან ფაქტიური იაპონელი პასტორები, მაგრამ ორი ძირითადი მიზეზის გამო არ მოდიან საქორწინო ზეიმზე.პირველი:იაპონელი ქრისტიანი მღვდლები ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით არიან და ფიზიკურად ვერ მივლენ ყველა ღონისძიებაზე.მეორე:ადგილობრივი რელიგიის წარმომადგენლები საკმაოდ ალმაცერად უყურებენ წყვილის ამგვარ ქორწინებას.image



საქორწინო კომპანიებმა იგრძნეს რა მარტივი ფულის შოვნის მეთოდი, დაასაქმეს ნათესავები და მეგობრები, რომელბიც ინგლისურ ენაზე ლაპარაკობენ და მღვდლის ფორმა მოარგეს.მათ უმეტესობას არავითარი რელიგიური განათლება ან რელიგიასთან შეხება არა აქვს.


მღვდელი-მსახიობის ქირაობა წყვილს ნახევარი საათი 120$ უჯდება.ამასთანავე წყვილი დამატებით იხდის თანხას ეკლესიის გამოყენებისთვის და სასტუმროსთვის, რომელიც ძველებურ ევროპულ ქრისტიანულ სამლოცველოს სტილშია გაკეთებული.image

0
60
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0