კინო ბოროტების სავანე : რვა ყველაზე ცნობილი სახლი საშინელებათა ფილმებიდან. 2014, 29 ივნისი, 14:30 1.ცნობილი ფილმის -"ნათება" გადაღების დროს გამუდმებით მიმდინარეობდა კამათი მის რეჟისორს სტენლი კუბრიკსა და სცენარის ავტორს სტივენ კინგს შორის. კინგს ფაქტიურად არაფერი არ მოსწონდა: არც მთავარ როლში ჯეკ ნიკოლსონი, რადგან თვლიდა, რომ მას ფილმისათვის მეტისმეტად მხიარული გამომეტყველება ჰქონდა, არც ფილმის გადაღების ადგილი, რადგან კუბრიკმა გადაწყვიტა ფილმის ხელოვნურ პავილიონში გადაღება. კინგმა რეჟისორს შესთავაზა გადაღება ეწარმოებინათ კოლორადოში მდებარე სასტუმროში Stanley. სწორედ ამ ადგილმა შთააგონა სცენარისტს ამ სცენარის დაწერა. კუბრიკმა მაინც სტუდიაში არჩია გადაღება და შექმნა ამ სასტუმროს ორეული, სადაც ხდება ფრანკენშტეინის თავგადასავალი. სხვადასხვა არსებების ნაწილებისაგან "შეკერილი" ეს შეშლილი არსება საბოლოოდ ამ სასტუმროს საიდუმლო ლაბირინთებში იყინება. 2.პირველი ფილმი სახელგანთქმული ფრედი კრიუგერის შესახებ ეკრანზე გამოვიდა 1984 წელს და კინოგაქირავებაში მაშინვე ბესტსელერად იქცა. მაყურებლებს მოეწონათ ქარიზმატული მანიაკი გრძელი ბრჭყალებიანი ხელთათმანებით, რომელიც თავს ესხმოდა მოზარდებს. კრიუგერის მთავარ მოწინააღმდეგედ იქცა სკოლის მოსწავლე ნენსი, რომელიც ცხოვრობდა თეთრ ორსართულიან სახლში. სწორედ ამ სახლში იმართება ფინალური ორთაბრძოლა, სადაც ფრედი განიცდის მარცხს (აღმოჩნდა, რომ ეს წაგება საბოლოო არ იყო, რადგან გადაღებული იქნა ფილმის კიდევ 7 სიქველი). რეალური სახლი, სადაც გადაიღეს საშინელებათა ფილმი, მდებარეობს ჰოლივუდის მაღლობზე კალიფორნიაში. ამ წლის თებერვალში სახლმა პატრონი შეიცვალა: მან ვერ გაუძლო კინოს ფანატების დაუსრულებელ სტუმრობებს და სურათების გადაღებებს და სახლი 2, 1 მილიონ დოლარად გაყიდა 3."გოგონა როზმარი"-ალბათ გახსოვთ ეს ფილმი: ახალდაქორწინებულ ვუდჰაუსებს ახალ სახლში გადასვლისთანავე უამრავი უსიამოვნება ატყდებათ თავს : მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ აქ დაბუდებული არიან სატანისტები, რომლებსაც სურთ ეშმაკის შვილის შემოყვანა ჩვენს სამყაროში. ეს ისედაც ავბედითი და დაწყევლილი სახლი მომავალში დიდი ტრაგედიის ადგილი გახდა: ამ სახლთან 1980 წელს გიჟმა თაყვანისმცემელმა ჩაცხრილა მუსიკოსი ჯონ ლენონი. 4.ლონდონში, მდინარე ტემზის ნაპირზე მდებარე 900 წლის ყველა წმინდანის სახელობის ტაძარი ბევრ კინომოყვარულს დაამახსოვრდა ფილმიდან "ომენი". ამ ტაძრის სხვენზე შემზარავი სცენა თამაშდება მღვდლის სიკვდილისა, რომელსაც მეხის დაცემა კლავს. 5.ბრიტანეთში მდებარე ციხესიმაგრე Oakley Court საშინელებათა ფილმების ნამდვილი ვეტერანია:მისი ორიგინალური და იდუმალი არქიტექტურის დამსახურებაა, რომ სახლი მრავალი ფილმის გადასაღებ მოედნად იქცა. აქაა გადაღებული ფილმები:"დრაკულას საცოლე", "რეპტილია", "ზომბი" და სხვები. 6.ხანდახან საშინელებათა ფილმებში სახლი თვითონვე იქცევა გმირად, უფრო სწორად -ანტიგმირად, რომელთანაც ბრძოლა უწევს სახლში მცხოვრებლებს. მაგალითად, სერიალი "საშინელებათა ამერიკული ისტორია"(პირველი სეზონი) მოგვითხრობს ერთი ოჯახის მძიმე ბედზე, რომლებიც თავისდა საუბედუროდ არც თუ ისე კარგ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. სერიალის გადაღების დროს გამოყენებული იქნა სახლი Rosenheim Mansion, რომელიც აშენებული იქნა 1908 წელს. 7. შუქურა Yaquina Head Light, რომელიც გამუდმებით ციმციმებს სულისგამყინავ ფილმში "ზარი", დღის სინათლეზე არც თუ ისე საშიშად გამოიყურება. 8. მამული, სადაც ცხოვრობდა "მაღალი კაცი" ფილმიდან "ფანტაზმა", სინამდვილეში მდებარეობს ოკლენდში. Dunsmuir House წარმოადგენს ისტორიულ ძეგლს, აქ ეწყობა ექსკურსიები, ასე რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია აქ მოძებნოს პარალელური განზომილება, სადაც მაღალი კაცი აგზავნიდა მიცვალებულებულებისაგან შექმნილ ზომბებს. სულ ეს იყო....იმედია სიმშვიდე არ დაგირღვიეთ და ამაღამ შფოთიანი სიზმრები არ შეგაწუხებთ! 142 8-ს მოსწონს
|