x
image
beko777
Mediator image
ძალიან საინტერესო სტატია - არჩევანი შენ! გამოძახილი წარსულიდან
ეცადე მზის ამოსვლას დაესწრო, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მის ჩასვლას - პითაგორი


imageჩემო მკითხველო, კითხვა მაქვს შენთან – არასოდეს გქონია სურვილი იმისა, დროის მანქანა რომ არსებობდეს და რომ შეგეძლოს მისი გამოყენება? ვერ დამაჯერებთ, რომ თქვენს ფიქრებში ერთხელ მაინც არ გემოგზაუროთ მომავალში, ლამაზი ფერებით არ დაგეხატოთ ის და ნათელი არ წარმოგედგინოთ საკუთარი მომავალი! მაგრამ, წარსულში მოგზაურობაზე თუ გიოცნებიათ ოდესმე? თუ გქონიათ სურვილი იმის, რომ დროის მანქანით გადასულიყავით იქით და უბრალოდ დაკვირვებოდით საკუთარ თავს, საკუთარ მეგობრებს, მათ საუბარს, თანაც მხოლოდ დაკვირვებოდით და სხვა არაფერი, არ შეგძლებოდათ რაიმეს გამოსწორება, გეცქირათ მხოლოდ იმიტომ, რომ აწმყოში დაბრუნებულებს წარსულში დაშვებული შეცდომები მომავლის წარმატებისთვის გამოგეყენებინათ! თქვენ იტყვით – ეგ, ხომ სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა და არც შეცდებით, მაგრამ იმაში ხომ მაინც დამეთანხმებით, რომ დროის მანქანა თავად ჩვენი მეხსირებაა, რადგან დროის სივრცეში, მომავლის ნებისმიერი წამი, უბრალოდ აწმყოს ხმაა და მეტი არაფერი! წარსული კი, წარსული აწმყოს ემბრიონი! არასოდეს გიფიქრიათ იმაზე, რომ ილია ჭავჭავაძე თავის დროზე (!), ჩვენი დროის სტუმარი იყო? რატომ? იმიტომ, რომ ილიამ სთქვა – აწმყო შობილი წარსულისაგან, მშობელი არის მომავლისაო!


image


ათიოდ დღის უკან საქართველოს ხელისუფლების ოპოზიციად წოდებულმა პარტიათა გაერთიანებამ დიდი საპროტესტო აქციის აგორება სცადა, სცადა-თქო ვბედავ ამის თქმას, რადგან, ჯერ-ჯერობით ამის გაკეთება არ მოხერხდა, ალბათ ერთადერთი მიზეზის გამო – ხალხი ტყუილისაგან დაიღალა! ადამიანებს ურჩევნიათ პროტესტი ყოველგვარი პარტიებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერის გარეშეც გამოხატონ და სხვათაშორის, უკეთესადაც ახერხებენ ამას, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებთან ერთად. ხალხს თუ უნდა თავადაც შეიკრიბება და თავადაც კარგად გააკეთებს გასაკეთებელს, მაგრამ ხალხს აღარ უნდა, სურვილი აღარ აქვს ხმაურის, ყვირილის და საკუთარი თავის მოტყუების.



imageარჩევნების მოახლოებასთან ერთად, ყველანი უფრო მეტად დაიბრალებენ ხალხის დარდის გამზიარებელთა სახელს, ყველანი უფრო მეტად შეეცდებიან მათი აზრის გამომხატველებად მოგვევლინონ, ისინი ეცდებიან ჩვენი არჩევანის უფლება საკუთარი თავის საკეთილდღეოდ გამოიყენონ და ხალხი, როგორც მინიმუმი ოთხი წლით დაივიქყონ! დამერწმუნეთ, ეს ასეა, რადგან შევამოწმე და დავრწმუნდი ამაში! შევამოწმე შარშან, როცა რუსთავის მაჟორიტარი დეპუტაობის კანდიდატი ვიყავი და როცა არჩევნებამდე ორი საეჭვო დღით ადრე, ყველამ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, ყველამ ვინც საკუთარი ინტელექტის სიდიადითა და ხალხის მხარდაჭერით ტრაბახობდა, ყველამ, გარდა იმ ხალხისა ვისაც დიდძალი ფული ჰქონდა გადაყრილი, იმისთვის, რომ მერე კვლავ დიდძალი ფული ეშოვნა… და მე, ადამიანი, რომელსაც ბოლომდე მაინტერესებდა უსინდისობის ბარომეტრი! არ დაიჯეროთ, რომ რადგან ცენტრალური საარჩევნო კომისია გადადგა, რადგან შეიცვალა ადამიანები, ამით თქვენი ხმა დაცული იქნება! ტყუილია, რადგან ადამიანები კი არა, სისტემა არ შეცვლილა, გაყალბების ის საცოდავი და უღიმრამო სისტემა, რომლის საშუალებითაც „ხალხის რჩეულები ირჩევა”.


აბა, დააკვირდი ჩემო მკითხველო, რამდენი საარჩევნო სუბიექტი მოინდომებს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე იმაზე საუბარს, რასაც ხალხი ჰქვია და რამდენი ერთმანეთის ხვრასა და ჭამაში გალევს წინასაარჩევნო პერიოდს. დააკვირდით, ვინ დაუდებს ხალხს ერთადერთ საჭირო ფურცელს, რომელზედაც გარკვევით იქნება ახსნილი – როგორ გადავანაწილოთ საქართველოს ხალხის ფული, საქართველოს ხალხისთვის!


imageამასწინდელ მიტინგზე აი, ეს ნახატი გამოიტანეს „კმარას” აქტივისტებმა. ბლოკი „უნიტაზი” და მისი წევრები ედუარდ შევარდნაძე, მედიკო მეზვრიშვილი, აკაკი ჩხაიძე, ლევან მამალაძე, ირინა სარიშვილი, ვახტანგ რჩეულიშვილი და სხვანი. აი, შეურაცხყოფის არაკლასიკური და ორიგინალური მაგალითი. არა, მე მათი დაცვა არ მინდა, ვინც ამ ნახატზე არიან გამოსახულნი! მე ერთი რამ მინდა ვიცოდე – მითხარი, შენ რით ხარ ამათზე უკეთესი და მაშინ ვიტყვი, რომ ხარ ჩემი ხმის ღირსი! მითხარი შენ რა გაგიკეთებია კარგი და მაშინ დავფიქრდები, ხარ თუ არა უარესებს შორის უკეთესი! ვინმეს ეჭვი ხომ არ ეპარება, რომ 2003 წლის 2 ნოემბერს ჩვენ ამ არჩევანის გაკეთება მოგვიწევს?!


ბესო ჩუბინიძე (2003 წელი)


image

0
119
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0