საზოგადოება სამი ქართველი,რომლებიც უცხოეთში გმირები გახდნენ 2014, 28 ივნისი, 22:15 1-იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილი (1735-1817) ეგვიპტის მამლუქთა მეთაური, სამხედრო მმართველი და ეგვიპტის გამგებელი. ეგვიპტელები იქ ჩასულ ტურისტებს სიამაყით უჩვენებენ მუზეუმში გრანდიოზულ ფერწერულ ტილოს თუ როგორ ხტება მხედარი ციხის გალავნიდან, რომ გაექცეს ღალატით სიკვდილს. მისი სიმამაცით და გმირობით აღფრთოვანებული, რომლითაც ასე ამაყობენ ეგვიპტელები აბრამ შინჯიკაშვილი გახლდათ სოფელ მარტყოფიდან, იგი 15 წლისა იყო, რომ გაიტაცეს და ტყვეთა ბაზარზე გაყიდეს. უცხოეთში დიდების მწვერვალზე მყოფ იბრაჰიმ-ბეის არასდროს დავიწყნია სამშობლო. დღეს მარტყოფის ცენტრში დგას მის მიერ აშენებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. 2-ფორე მოსულიშვილი(1916- 1944) იტალიის ეროვნული გმირი დაიბადა სოფელ მაჩხაანში სიღნაღის რაიონში, მეორე მსოფლიო ომის დროს მამაცურად იბრძოდა ადგილობრივი პარტიზანების გვერდით. ერთ-ერთი ბრძოლის დროს მან საკუთარი სიცოცხლის ფასად აშკარა სიკვდილს გადაარჩინა პარტიზანთა მთელი რაზმი. მადლიერმა იტალიელმა ხალხმა ფორე მოსულიშვილს იტალიის სახალხო გმირის საპატიო წოდება მიანიჭა. ქალაქ ბელჯირატეს ერთ-ერთ ქუჩას მოსულიშვილის სახელი ჰქვია. 3-იოსებ ჟორდანია(1895 – 1962) 1962 წელს ქართველი მედიკოსი, იოსებ ჟორდანია, ამერიკიდან ბრუნდებოდა საქართველოში. რიო-დე ჟანეიროს მახლობლად თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა და ოკეანეში ჩავარდა. მგზავრებს, თავიანთი ბილეთების შესაბამისად, ჰქონდათ რეზინის დამცავი რგოლები. მხოლოდ ერთ პატარა გოგონას, რომელიც უბილეთოდ მგზავრობდა, არ აღმოაჩნდა ეს რგოლი. იოსებ ჟორდანია არც დაფიქრებულა, ისე გადასცა თავისი რგოლი ბავშვს, რომელიც გადარჩა. ხოლო თავშეწირული ქართველი მეცნიერი ოკეანის ტალღებმა შთანთქეს. აღსანიშნავია, რომ ჟორდანიამ ცურვა არ იცოდა. დღეს ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მის სახელს ატარებს. 288 4-ს მოსწონს
|