x
image
beko777
ნანუკა ჟორჟოლიანი: "თქვენ რომ არა, მე დღეს 35 წლის ვერ გავხდებოდი! "

imageდღეს, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებით, მშობლებისადმი მიძღვნილი, მადლიერების გამომხატველი პოსტი "ფეისბუქი"-ს გვერდზე გამოაქვეყნა:

"დე, მამ კიდევ კარგი, რომ მეორე შვილის გაჩენა გადაწყვიტეთ! ასე, რომ არ გექნათ, ვერ გაგიცნობდით თქვენ, ადამიანებს, რომლებმაც მხოლოდ ჩვენი, შვილების ცხოვრებით იცხოვრეთ. რომლებმაც მთელი ცხოვრება მაქსიმუმი აკეთეთ ჩვენთვის. არ გაჩნდებოდა მარიამი არა და ვფიქრობ რომ ჩემი არსებობა, მარტო ამ გოგოსთვის ღირდა. რომელიც მიყვარს საკუთარ თავზე და სამყაროზე მეტად! არ იქნებოდა საბა, რომლის იმედიც მაქვს მთელი ცხოვრება. მან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და არის მთავარი საჩუქარი ჩემს ცხოვრებაში! ვერ გავიცნობდი მიშკას, ყველაზე კეთილ და საყვარელ ადამიანს,
ყველაზე მაგარ ძმას, რომელშიც მიყვარს ჩემი ბავშვობა და ყველაზე ტკბილი წლები! ვერასოდეს გავიგებდი რა არის ბედნიერება, სიყვარულის მთავარი ჯადოსქრობა იმიტომ, რომ ვერ შევხვდებოდი ირაკლის, რომელმაც ცხოვრებაში ყველაზე დიდი ძალა მომცა, რომელმაც ყველაზე მეტად მანახა რა არის როდესაც ადამიანს ძალიან უყვარხარ! მანახა რა არის თურმე ბედნიერება! ნათესავები, ბებია - ბაბუები ვერასოდეს მეყოლებოდა მეგობრები, რომელთა გარეშე ცხოვრებაც უბრალოდ არ შემიძლია და ეს მიმაჩნია ჩემს მთავარ სიმდიდრედ! არ მექნებოდა ნანუკას შოუ, რომელიც მახვედრებს უცნობ ადამიანებს და ამით ვიღებ ცხოვრებისთვის საჭირო, მთავარ ენერგიას! უცხო და ძალიან საყვარელი ადამიანებისგან! ვერ ვნახავდი ზღვას ! ვერ გავიგებდი იმას, რაც ყველაზე მაგარია ამ ქვეყანაზე - სიცოცხლის ფასს! თქვენ რომ არა, მე დღეს 35 წლის ვერ გავხდებოდი! იცოდეთ, რომ ამ ყველაფრის გამო თქვენი მადლიერი ვარ მთელი ცხოვრება!"

0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0