x
image
K.P.
რა აჩუქა ძებნაში მყოფმა მეუღლემ ნანუკა ჟორჟოლიანს დაბადების დღეზე?

imageყველასათვის ცნობადი და საყვარელი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი დღეს იუბილარია. 35 წელი ჰაერში შეუსრულდა, გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის სიურპრიზი მოეწყო და მეუღლესთან გაფრინდა. ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი კოდუა საქართველოდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წავიდა. დღეს, მას ბრალი რამდენიმე დანაშაულისთვის აქვს წაყენებული და იძებნება.

"რა საინტერესოა ცხოვრება. 35 წლის ჰაერში გავხდები. კეთილი მგზავრობა მე და ბედნიერება თქვენ.
გავიღვიძე, გამახსენდა რომ იმ ასაკში შევედი, რომელსაც ძალიან ველოდებოდი შევედი ფბ და წავიკითხე 2038 მოლოცვა შეიძლება მეტიც იყო, ეს ბოლო ციფრად მაჩვენა, შევეცადე ყველასთვის მიმეწერა მადლობა და უცებ გავიგონე მისი ხმაც მკითხა რომელ ყავას დავლევდი, გამახსენდა რომ ჩემს თავს საჩუქარი გავუკეთე, ირაკლისთან ჩამოვედი. რამდენი თბილი სიტყვა მომწერეთ ინბოქსში. მადლობა თქვენ დიდი, გულწრფელად მიყვარხართ"-წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. მეუღლემ ჟურნალისტს 35 წლის იუბილის აღსანიშნავად საჩუქარი, სამკაულიც მიართვა, რომლის ფოტოც თავად ნანუკამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. image

ჯურნალისტმა მადლობა მშობლებსაც გადაუხადა, იმისთვის რომ გააჩინეს. "დე, მამ კიდევ კარგი, რომ მეორე შვილის გაჩენა გადაწყვიტეთ! ასე, რომ არ გექნათ, ვერ გაგიცნობდით თქვენ, ადამიანებს, რომლებმაც მხოლოდ ჩვენი, შვილების ცხოვრებით იცხოვრეთ, რომლებმაც მთელი ცხოვრება მაქსიმუმი აკეთეთ ჩვენთვის. არ გაჩნდებოდა მარიამი, არადა ვფიქრობ, რომ ჩემი არსებობა, მარტო ამ გოგოსთვის ღირდა, რომელიც მიყვარს საკუთარ თავზე და სამყაროზე მეტად! არ იქნებოდა საბა, რომლის იმედიც მაქვს მთელი ცხოვრება. მან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და არის მთავარი საჩუქარი ჩემს ცხოვრებაში! ვერ გავიცნობდი მიშკას, ყველაზე კეთილ და საყვარელ ადამიანს, ყველაზე მაგარ ძმას, რომელშიც მიყვარს ჩემი ბავშვობა და ყველაზე ტკბილი წლები! ვერასოდეს გავიგებდი რა არის ბედნიერება, სიყვარულის მთავარი ჯადოქრობა, იმიტომ რომ ვერ შევხვდებოდი ირაკლის, რომელმაც ცხოვრებაში ყველაზე დიდი ძალა მომცა, რომელმაც ყველაზე მეტად მანახა, რა არის როდესაც ადამიანს ძალიან უყვარხარ! მანახა რა არის თურმე ბედნიერება! ნათესავები, ბებია - ბაბუები ვერასოდეს მეყოლებოდა. მეგობრები, რომელთა გარეშე ცხოვრებაც უბრალოდ არ შემიძლია და ეს მიმაჩნია ჩემს მთავარ სიმდიდრედ! არ მექნებოდა ნანუკას შოუ, რომელიც მახვედრებს უცნობ ადამიანებს და ამით ვიღებ ცხოვრებისთვის საჭირო, მთავარ ენერგიას! უცხო და ძალიან საყვარელი ადამიანებისგან! ვერ ვნახავდი ზღვას ! ვერ გავიგებდი იმას, რაც ყველაზე მაგარია ამ ქვეყანაზე - სიცოცხლის ფასს! თქვენ რომ არა, მე დღეს 35 წლის ვერ გავხდებოდი! იცოდეთ, რომ ამ ყველაფრის გამო თქვენი მადლიერი ვარ მთელი ცხოვრება!"-წერს ნანუკა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

imageimageimage


0
381
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0