x
image
ციცი
Mediator image
ლევან ჯავახიშვილის ქორწილი(+ქორწილის ფოტოები)
ტელეიმედის ჟურნალისტმა, "ქრონიკის" წამყვანმა ლევან ჯავახიშვილმა, მეორედ იქორწინა. მისი მეუღლე გახდა TV3-ის ჟურნალისტი მარიკუნა იშხნელი. ლევანს პირველი უიღბლო ქორწინებიდან სამი შვილი ყავს.

როგორც იცით, ლევან ჯავახიშვილი მუსიკალურ ტელეშოუ "ორი ვარსკვლავის" კონკურსანტი იყო და ფინალშიც მოხვდა. მარიკუნა მისი აქტიური გულშემატკივარი იყო ამ შოუზე და სწორედ ამის შემდეგ გახდა ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილი მათი სიყვარულის შესახებ.

ლევან ჯავახიშვილის და მისი მეწყვილის ნინი წიკლაურის მიერ, სიმღერის "ჰერიო ბიჭებო, ჰერიო"-ს ემოციურმა შესრულებამ მთელი საქართველო და ჟიური აატირა...

ლევან ჯავახიშვილს ბევრი უწინასწარმეტყველებდა მეგა-შოუში გამარჯვებას, მაგრამ შოუს გამარჯვებული საბოლოოდ გახდა ირინა ონაშვილი, რომელიც მთავარი პრიზის-მანქანის მფლობელი გახდა.


ისე მოხდა, რომ მეორე ადგილზე გასული ლევანი უპრიზოდ დატოვეს, მაშინ როცა გოგოლა კალანდაძე, რომელიც მესამე ადგილის მფლობელი გახდა 10 ათასი ლარით დაჯილდოვდა. ამ ფაქტს გამოეხმაურა ჟურნალისტი ეკა ხოფერია და ლევან ჯავახიშვილს თავის შოუში უამრავი პრიზი გადასცა სპონსორების დახმარებით და წყვილს საქორწინო მოგზაურობა საბერძნეთში და სანატრელი ქორწილიც მოუწყო... ასევე ლევანს ფულადი პრიზიც გადასცეს...

ლევანის და მარიკუნას მეჯვარეები ჟურნალისტები ეკა ხოფერია და ინგა გრიგოლია იყვენენ. რათქმაუნდა ქორწილში "ორი ვარსკვლავის" მთელი გუნდი იმყოფებოდა.

წყვილმა ხელი რიტუალების სასახლეში მოაწერა, რომელიც პატარკაციშვილების ოჯახის კუთვნილებაა.

ბედნიერება და გამრავლება ვუსურვოთ ლევან ჯავახიშვილსა და მარიკუნა ოშხნელს!

გთავაზობთ მათი ქორწილის ამსახველ ფოტოებს, რომლებიც ინტერნეტით გავრცელდა:

imageimageimage

imageimage
imageimage
image
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

1
985
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
985
  
2014, 26 ივნისი, 16:06
ქართული ბომონდი
0 1 1