x
image
beko777
ყველაზე ღირებული ცხოვრების დიპლომია

(რედაქტორის გვერდი - ძველი "ვარსკვლავებიდან")


imageრამდენიმე დღის წინ, რედაქციის ტელეფონზე ხანშიშესულმა ქალბატონმა დარეკა და მე მიკითხა. მინდა გითხრათ, რომ ჩემს სამუშაო მაგიდასთან სპეციალურად (!) დევს მიკროფონიანი ტელეფონი, ანუ აპარატი, საიდანაც ხმა ყველა, გარეშე თუ ახლობელ პირს ესმის. ჰოდა, დარეკა-თქო ამ ქალაბტონმა და მითხრა: „ჩვენ შვიდი, ალბათ, თქვენთვის დედისტოლა ქალბატონი ვზივართ და მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც თქვენ თქვენს ერთ სვეტში წერთ, იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს მომავლის რწმენა აღუდგინეთ... არაფრის არ შეგეშინდეთ, ყოველთვის მიგულეთ მეც და ყველა დანარჩენიც თქვენც გვერდით!”. ხმის მიხედვით რომ ვიმსჯელო, ქალბატონი მაქსიმუმ 40 წლის იქნებოდა, თუმცა ასაკს რა მნიშვნელობა აქვს...


imageერთი-ორჯერ დამცინეს, პრეზიდენტს წერილი მისწერა, ბირჟაზე გავიდეთო! რამდენიმეჯერ წამომაძახეს – წერს და ვკითხულობთ, რა მერეო?! ერთხელ გულიც კი დამწყვიტეს – ერთო მერცხალო, გაზაფხულს ვერ მოიყვანო! ერთხელ კი ერთმა ლაქიამ (!) ოთხი წლის წინათ – შენ რისი გამკეთებელი ხარ, დიპლომიც კი არა გაქვსო! არადა, რაა ცხოვრება... იქნები მართალი კაცი, სულ ზევით, ან მაქსიმუმ სწორ გზაზე მაინც ივლი, იქნები მატყუარა, ფლიდი, მომხვეჭი, კარიერისტი, ადრე თუ გვიან, ხალხი ამას არ გაპატიებს! ისტორია მეორდება (!)... დაკვირვებიხართ ამ სიტყვებს? მე-ორ-დება... და არასოდეს მესამდება, მეოთხდება, ისტორია მხოლოდ მე-ორდება, ის მხოლოდ ორჯერ გაძლევს შანსს, რათა იმოქმედო სწორად. დიახ, ბატონებო, ისტორია ახლა მეორდება, ახალგაზრდობას ისევ მიეცა შანსი ხმის ამოღების და მოქმედების... არა! არაფრისკენ არ მოგიწოდებთ, ღმერთმანი... უბრალოდ, მინდა, რომ თქვენი სიტყვა დაწეროთ, მითხრათ, ფურცელს ნუ უყურებთ ასე ირიბად, ფურცელს უდიდესი ძალა აქვს, ახალგაზრდებო, ფურცელი ქმნის ისტორიას, ფურცელი ქმნის სახელმწიფოს, მატიანეს. დაწერეთ! თქვენ ამისთვის საერთოდ არ გჭირდებათ დიპლომი! დაწერეთ! თქვენ ამისთვის არაა საჭირო გქონდეთ... რააა? ის, რასაც ჭეშმარიტების რეალურად აღქმა ჰქვია! დაწერეთ! მოდით! დავსხდეთ! დარეკეთ! ვისაუბროთ! ჩვენ უკვე ძალა ვართ – კეთილი, მეგობრული, მოყვასის მოყვარე (!) და არსებობის სურვილის მქონე ძალა! ძალა მომავლის (!)


ბესიკ ჩუბინიძე

0
24
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0