საზოგადოება სოფი სააკაშვილი უკრაინულ "X-ფაქტორში" მიიწვიეს 2014, 25 ივნისი, 19:03 "რუსთავი-2"-ის მეგაშოუ "X-ფაქტორი"-ს პირველი სეზონი დასასრულს უახლოვდება და მასში მონაწილე ერთმანეთზე უკეთესი მონაწილეების გამო, მენტორთა მხრიდან არჩევანის გაკეთება, სულ უფრო და უფრო რთულდება. პროექტის მონაწილე და სტეფანეს გუნდის ამჟამად უკვე ერთადერთი წევრია, სოფი სააკაშვილი. იგი, მომღერალ მაია ყარყარაშვილის ქალიშვილია. სოფი, ''X ფაქტორის'' ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა. 19 წლის მომღერალმა თავისი ძლიერი და ლამაზი ხმით, მაშინვე მოხიბლა მაყურებელი და აღფრთოვანებული დატოვა ჟიურის ოთხივე წევრი. ამიტომ, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ სტეფანე, თავის ჯგუფის წევრს განსაკუთრებულად გულშემატკივრობს. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ფაქტი გამაღიზიანებელი აღმოჩნდა საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის, რომელთაც სტეფანემ პასუხად, "ფეისბუქი"-ს საშუალებით მიმართა: "ერთუჯრედიანი ადამიანებისთვის. უკიდურესად განუვითარებლებისთვის: ამჯერად კი, სტეფანემ "ფეისბუქი"-ს საკუთარ გვერდზე, ახალი პოსტი გამოაქვეყნა: 244 5-ს მოსწონს
|