საზოგადოება საზარელი შემთხვევა საქართველოში: 14 წლის ბიჭმა მეორეკლასელები გააუპატიურა 2014, 25 ივნისი, 18:24 14 წლის მოზარდმა მეორეკლასელები, გოგონა და ბიჭი გააუპატიურა. საინფორმაციო საშუალების მტკიცებით, შემთხვევა ბაღდათის რაიონში მოხდა. სოფლისა და იმ სკოლის ვინაობას, კი რომელშიც დაზარალებულები და მოძალედე სწავლობდნენ შეგნებულად არ ვრცელდება. "აფხაზეთის ხმას" ჩვენთვის უცნობმა წყარომ ინფორმაცია ექსკლუზიურად მიაწოდა. 14 წლის ბიჭს პატარა მეორეკლასელები გაკვეთილების დასრულების შემდეგ მიტოვებულ შენობაში შეიტყუა და მათზე იძალადა. დაზარალებულებიც და მოძალადეც ერთ სკოლაში სწავლობდნენ. პატარები თანაკლასელები, გოგონა და ბიჭი გახლდნენ. ბავშვებმა აღნიშნული ძალადობის შესახებ სახლში, მშობლებს უამბეს. სკოლაში დაზარალებულის მშობლები მივიდნენ მომხდარის გასარკვევად. აღნიშნული საინფორმაციო წყაროს ინფორმატორი ამტკიცებს, რომ განცხადება პოლიციაში უკვე შეიტანეს, თუმცა ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს. შემთხვევა დაახლოებით ათი დღის წინ მოხდა. წყაროს მტკიცებით, სკოლის ადმინისტრაციასა და დაზარალებულის მშობლებს შორის ურთიერთშეთანხმება მოხდა, რის გამოც საქმე მსვლელობაში აღარ მიეცა. ბოლო დროს საქართველოში მოზარდთა შორის ძალადობა გახშირდა, განსაკუთრებით კი იმატა სუიციდის შემთხვევებმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი ქვეყანაში კრიმინალის დონე არ გაზრდილა, მოსახლობის შფოთვა კი მხოლოდ საინფორმაციო წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შედეგიაო. 518 3-ს მოსწონს 1-ს არა
|