"Victoria's Secret" - ის ბრაზილიელი "ანგელოზები" კარგი მასპინძლებიც არიან ( + ბევრი ფოტო )
გასაკვირი არ არის, რომ " Victoria's Secret" - ის ბრაზილიელი ანგელოზები მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი ქვეყნის აქტიური მხარდამჭერები და გულშემატკივრები არიან.სოციალურ ქსელში ლამაზმანების ფოტოები გავრცელდა, სადაც სუპერმოდელები ჟიზელ ბიუნდჰენი, ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა და იზაბელ გოულარტი პოზირებენ კამერების წინ და აჩვენებენ მსოფლიოს საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი გუნდის უზომო სიყვარულს.
33 წლის სუპერმოდელი ალესანდრა ამბროსიო გულშემატკივართა გრანდიოზულ გუნდს შეუერთდა სტადიონზე, სადაც მას კიდევ ერთი ბრაზილიელი მოდელი ფერნანდა მოტა დახვდა ფანებთან ერთად.
სტადიონზე ნახავთ განწირული ხმით მოყვირალ ჟიზელ ბიუნდჰენს, რომელიც მიჩვეულია სპორტის აქტიურ მხარდაჭერას ქმრიდან გამომდინარე.მისი სურვილია აჩვენოს მსოფლიოს სამშობლოსადმი უზომო სიყვარული - წერს წყარო.როგორც ' ნიუ იორკ ტაიმსი" იტყობინება, მოდელს დაგეგმილი ჰქონდა პარიზშიჩვენებაზე გამოსვლა, მაგრამ მან ქმარ - შვილთან ერთად სამშობლოში დარჩენა ამჯობინა, რადგან არ შეეძლო შორიდან ეყურებინა საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო მოვლენებისთვის.
ყველაზე სექსუალური მხარდაჭერა ბრაზილიის ნაკრებს მოდელმა იზაბელა გოულარტმა გამოუცხადა, როდესაც მან ინსტაგრამზე შიშველი ფოტოები ატვირთა.
გულშემატკივართა უდიდეს არმიაში ნახავთ ადრიანა ლიმას და
სიმართლე გითხრათ, მართლაც ღირს ასეთი გუნდის გულშემატკივრობა, რომელმაც გუშინდელ მატჩზე კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს საკუთარი შესაძლებლობები.