x
image
K.P.
თამთა გოდუაძე საკუთარი სილამაზის საიდუმლოს გვიმხელს
image

თამთა გოდუაძე საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი გახლავთ, რომელიც "რუსთავი 2"-ის მუსიკალურ პროექტ "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრია. ოჯახი სულ პატარამ შექმნა. 14 წლის უკვე დედა იყო. არავის მოუტაცია, პირველ სიყვარულს საკუთარი ნებით გაჰყვა. ქორწინებამ დაახლოებით 6 წელი გასტანა. პირად დრამაზე თამთა გულწრფელად გვიამბობს და ამტკიცებს, რომ განვლილ გზას არ ნანობს.

თამთას 18 წლის ქალიშვილი ჰყავს და ამის მიუხედავად მაინც შესანიშნავად გამოიყურება. მომღერალმა ეს ყველაფერი ჯანსაღი ცხოვრების წესის წყალობით შეძლო.

თამთა სახის კანს მკვებავებითა და სხვადასხვა საცხებით უვლის. ყოველთვის, როდესაც შეუძლია კანს მაკიაჟისგან ასვენებს. ქუჩაში, ყოველდღიურად მაკიაჟს არასდროს ვიკეთებო.


მომღერალი ადრე დიეტებსაც იცავდა, მაგრამ უკვე 10 წელია დიეტა აღარ დაუცავს. "უბრალოდ ვცდილობ, რომ ჯანსაღად ვიკვებო. რა თქმა უნდა, ვვარჯიშობ და ასე უკვე ოცი წელია გრძელდება"-ამტკიცებს თამთა.

image

მომღერალი ხშირად იცვლის ვარცხნილობასაც. უკვე ბევრი ექსპერიმეტი ჩაიტარა და კიდევ ბევრსაც აპირებს. რამდენჯერმე პარიკიც გამოუყენებია. თმის გადაპარსვაც ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ საბერძნეთში მენეჯერებმა აუკრძალეს.

"ხშირად ამბობენ, რომ ხასიათის მიხედვით იცვამენ, მე კი–პირიქით, ვიცვამ ისე, როგორ ხასიათზეც მინდა ვიყო. სამოსი განწყობას მიქმნის"-გვაიმბობს თამთა.

imageimage

1
319
4-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
319
  
2014, 23 ივნისი, 23:37
საღოლ მობილურს და როგორა ხართ მანდ აღმოსავლეთში?
0 1 1