x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სასწაულები მაინც ხდება-ადამიანი,რომელიც 5 000 მეტრიდან ჩამოვარდა და გადარჩა:ლარისა სავიცკაიას დრამატული ისტორია

image























1981 წლის 24 აგვისტოს ლარისა სავიცკაია (Лариса Савицкая)მეუღლესთან ერთად საქორწინო მოგზაურობიდან ბრუნდებოდა, რეისით 811 -ან 24-ით კომსომოლსკ ამურიდან-ბლაგოვეშჩენსკში.ბორტზე ეკიპაჟიანად 37 მგზავრი იმყოფებოდა.ბილეთები შუა ნაწილში ჰქონდათ აღებული, მიუხედავად ამისა ცოლ-ქმარი ფუზელაჟის ბოლო ნაწილში

მოთავსდნენ.image















აფრენიდან 21 წუთში, 5200 მეტრის სიმაღლეზე ან- 24 სამხედრო ბომბდამშენს ტუ-16-ს შეასკდა. მიზეზი სამხედრო და სამოქალაქო დისპეტჩერების შეუთანხმლებლობა გახდა. შეჯახებაბდე 2 წუთით ადრე უბრძანა დისპეტჩერმა ტუ-16-ის პილოტს რომ დაშვებულიყო 5100 მეტრის სიმაღლეზე, მაგრამ უკვე გვიან იყო...კატასტროფის მომენტში ლარისას ეძინა. მძლავრი დარტყმის ხმამ გამოაღვიძა, ლარისა სავარძელს ჩაებღაუჭა, თვითმფრინავი გზადაგზა იშლებოდა, შემდგომ მოგვიანებით ლარისა ამტკიცებდა, რომ მაგ მომენტში გაახსენდა ფილმი "სასწაულები მაინც ხდება"(Miracles Still Happen), სადაც სავარძელში მჯდომი ფილმის გმირი ავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩა...


ფუზელაჟის ერთი მონაკვეთი არყის ხეებზე დაეცა, რამაც შეამსუბუქა დარტყმის ძალა, სწორედ ამ ნაწილში იმყოფებოდა ლარისა.მან გონება დაკარგა, როცა ცნობიერება დაუბრუნდა აღმოაჩინა დაღუპულთა გვამები და მათ შორის თავის მეუღლისაც.


მაშველებმა იგი მხოლოდ 2 დღის შემდეგ აღმოაჩინეს, რომლებიც თვალებს არ უჯერებდნენ, აღსანიშნავია, რომ მისთვის სასახლე და საფლავი წინასწარ ჰქონდათ გამზადებული.


მაშველების მოსვლამდე ლარისა თვითმფრინავის სავარძლებს წვამდა და იმით თბებოდა, ხოლო კოღოებისგან თავდასაცავად ცელოფანს იფარებდა.

image

ლარისას მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა და თითქმის ყველა კბილი დაკარგა.
საბჭოთა საინფორმაციო საშუალებები კარგა ხანს მალავდნენ ამ ფაქტს(როგორც ყოველთვის).


პირველად მის შესახებ "Советский спорт" -მა დაწერა, რომ თითქოს ლარისა სავიცკაია 5 000 მეტრიდან ჩამოვარდა საცდელი თვითმფრინავის გამოცდის დროს, თუმცა შემდგომ უკვე ინფორმაციამ გაჟონა და საყოველთაოდ ცნობილი გახდა.


ლარისას შემდგომ მთელი ცხოვრება ტანჯავდა ტკივილები, მიუხედავად ამისა მან 1986 წელს ბავშვიც გააჩინა.image


















ლარისა სავიცკაია ორგზის გინესის წიგნის რეკორდსმენია: პირველი: ადამიანი რომელიც ყველაზე მაღლიდან ჩამოვარდა და გადარჩა და მეორე:რომელმაც მიიღო ყველაზე დაბალი კონპესაცია სახელმწიფოსგან -75 მანეთი.image

1
315
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
315
  
2014, 23 ივნისი, 18:36
ასე დაწვრილებით არ ვიცოდი ეს ამბები. http://intermedia.ge/სტატია/44601-7-ადამიანი-რომელთაც-სრულ-იზოლაციას-ველურ-სამყაროში-გაუძლეს/2/
0 1 1