საზოგადოება რას გვიამბობს თამთა გოდუაძის ყოფილი მეუღლე მომღერალზე? როგორ გამოეხმაურა თავად თამთა მომხდარს? 2014, 21 ივნისი, 23:47 თამთა გოდუაძე საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი გახლავთ, რომელიც "რუსთავი 2"-ის მუსიკალურ პროექტ "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრია. ოჯახი სულ პატარამ შექმნა. 14 წლის უკვე დედა იყო. არავის მოუტაცია, პირველ სიყვარულს საკუთარი ნებით გაჰყვა. ქორწინებამ დაახლოებით 6 წელი გასტანა.
თამთას ყოფილი მეუღლე ბიზნესმენი შმაგი ხაჭვანი გახლავთ. წყვილს ერთი ქალიშვილი ანა ჰყავთ. შმაგის უკვე ახალი ოჯახი ჰყავს, მეუღლე და ვაჟი. ანა ზაფხულობით მამასთან ატარებს დროს, დედინაცვალთანაც კარგი ურთიერთობა აქვს.
სულ ცოტა ხნის წინ შმაგიმ თამთასთან თანაცხოვრებაზე გვიამბო: "მე და თამთამ პატარა ასაკში შევქმენით ოჯახი, ის 14 წლის იყო, მე კი 16-ის. ჩვეულებრივად გავიცანით ერთმანეთი. 6 წელი ვიყავით ერთად. როცა გავიზარდეთ, მივხვდით, რომ ის სიყვარული არ ყოფილა სიყვარული, რასაც ოჯახი ჰქვია და დავშორდით". შმაგის ყველაზე მეტად იმაზე წყდება გული, რომ შვილთან ახლო ურთიერთობა არ აქვს, ზაფხულობით, როცა გოგონას არდადეგები აქვს დროს მამასთან, საქართველოში ატარებს, მაგრამ ეს საკმარისი როდია... თამთა უკვე რამდენიმე თვეა საქართველოშია, თუმცა ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ შეხვედრია. "თამთას ნახვის სურვილი არ მაქვს. თუ შემხვდა, როგორც ჩემი შვილის დედას, ადამიანურად დაველაპარაკები. მე ჩემი ოჯახი მყავს და უბედნიერესი ადამიანი ვარ"-ამტკიცებს შმაგი. თავად თამთამ ქმრის ინტერვიუზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა: "ჩემს ყოფილ ქმართან დაკავშირებით არაფრის თქმას არ ვაპირებ. არც მაინტერესებს, რას წერს". 1173 8-ს მოსწონს 3-ს არა
|