საზოგადოება პი-ა-რი (სიამოვნებისთვის უნდა წერო, სარგებლობისთვის კი არა) 2014, 20 ივნისი, 2:42 პი-ა-რი (ძვეეელი სტატია "ვარსკვლავებიდან")
სიამოვნებისთვის უნდა წერო, სარგებლობისთვის კი არა
![]() რამდენმა თქვენგანმა იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა? მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საერთოდ საინტერესო არ იყოს იგი თქვენთვის და მითუმეტეს, საერთოდ არაფერში გადგებოდეთ, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობამ! ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე საერთაშორისო სიტყვაა ისედაც დიდ ჩამონათვალს სიტყვა „პიარიც” მიემატა, რაც შინაარსობრივად, პირდაპირი გაგებით საზოგადოებრივი აზრის შექმნას ნიშნავს, ამა თუ იმ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის, თუნდაც მათი საქმიანობის მიმართ. არსებობს შავი და თეთრი პიარი, არ არსებობს ფერადი პიარი, რადგან ის ან კარგია, ან ცუდი, გააჩნია რა საქმეს ემსახურება წარმოებული პიარი. ბოლო დროს ქართველებმა (განსაკუთრებით ე.წ. კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა) ამ სიტყვასაც კი მოუძებნეს ქართული შესატყვისი და დღეს მთელს თბილისში მას გაჯაზება ეწოდება. თეთრი პიარია ის, რომ ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე წერო ყოველთვის კარგი, არ აქვს მნიშვნელობა იმას, იმსახურებს თუ არა იგი ამას, რადგან თეთრი პიარი ქნმის ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ დადებით საზოგადოებრივ აზრს. ეს ერთგვარად შეგვიძლია იმ ანდაზას შევადაროთ - შეძახილმა ხე გაახმოო!!! მთავარია როგორ შეუძახებ ხეს, ავად თუ კარგად, რადგან კარგად შეძახილმა შესაძლოა, ხე ააყვაოს კიდეც, არაფერ შუაშია – გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო! პიარის კეთება ბეჭდვით მედიაში განსაკუთრებული მოხმარებით სარგებლობს, ცნობისათვის პიარის „ბრალია” ჩვენში ამდენი ვარსკვლავის და პოპულარული ადამიანის არსებობა, მაგალითად ჩვენს ჟურნალს, სიტყვის მნიშვნელობის ცხოვრებაში და პრაქტიკაში გატარება 1995 წლიდან აქვს დაწყებული თეთრი პიარის სახით, როცა თამამად შეიძლება ითქვას, სწორედ რომ სწორი პიარის შედეგად, დღეს ამდენი ვარსკვლავი გვყავს. მაგრამ ჩვენს პრაქტიკაში არსებობს შავი პიარის მაგალითიც: იყო ასეთი შემთხვევა 90-იანი წლების ბოლოს, რომელსაც გაბრაზებულ გულზე რედაქცია მაშინ უპოპულარესი ჯგუფის - „სახის” წინააღმდეგ ანხორციელებდა, რაშიც ბრალს ვერანაირად ვერ დავდებთ „ვარსკვლავების” მაშინდელ რედაქციას, რადგან იმ გადასახედიდან, ისინი ამას დაუმსახურებლად არ აკეთებდნენ, სწორედ შავი პიარის შედეგია „სახის” დაშლის კატალიზირება. * * * ![]() * * * ![]() წერა საკუთარი სიამოვნებისთვის, შრომა იმისათვის, რომ ასიამოვნო მერე სხვაც, ნიკალა ფიროსმანის ხვედრი იყო, „…მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ შეიყვარა”… ნიკალას რომ იგივე პიარი ჰქონოდა რაც სხვას, იმ დროისათვის, ხომ სიცოცხლეშიც გაიხარებდა კაცი, ხომ უფრო მეტს და შედეგიანად იშრომებდა? ხომ უფრო ღირებულს შექმნიდა და დატოვებდა? მაგრამ ეს ხვედრია, ხვედრი, რომელიც ღმერთმა არგუნა თითოეულ ჩვენგანს და მას ღმერთის გარდა ვერავინ შეცვლის. კითხვა: არის მძიმე ხვედრით ცხოვრება დედამიწაზე, პირდაპირპროპორციული შვებისა სასუფეველში და პირიქით? ალბათ! * * * ![]() (ძვეეეეეეეეეეეეეეეეეელი სტატია) :) ![]() 27 1-ს მოსწონს
|