საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანი კომენტარს აკეთებს ნახევრადშიშველ ნარმანიას ფოტოზე 2014, 19 ივნისი, 21:49 ყველამ კარგად ვიცით ნარმანიას ფოტომ, როგორი აჟიოტაჟი გამოიწვია
ქართულ საზოგადოებაში. მისი ფოტო მთელს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა, სადაც იგი ნახევრადშიშველ მდგომარეობაშია და ცოტა არ იყო უხერხულ პოზაშია. განსაკუთრებით კი "ფეისბუქის" გვერდზე ყოველდღიურად ახალ-ახალი შარჟები ვრცელდება ამ ფოტოსთან დაკავშირებით. ნარმანიას ამ ფოტოსურათის შესახებ თავის პირად "ფეისბუქის" გვერდზე კომენტარს აკეთებს ნანუკა ჟორჟოლიანიც. მოგეხსენებათ ნანუკა თავის სუბიექტურ აზრს ყოველთვის აფიქსირებს საჯაროდ ამა თუ იმ თემის შესახებ და ახლაც არ დაუტოვია უკომენტაროდ ეს ამბავი. ვნახოთ რას წერს იგი :
"ჩემთვის ძალიან ჩვეულებრივი ფოტოა ნარმანია სანაპიროზე. მართლა ჩვეულებრივი ფოტოა და ასეთი ალბათ ბევრს აქვს გადაღებული. ნუ არაესთეტიური ნამდვილად არის (სულ რომ ნარმანიასი არ ყოფილიყო ). არ "დავაშეარებ" არასოდეს მსგავსს, მაგრამ მიკვირს იმ ადამიანების შფოთვა, რომლებიც იგივე წარმატებით "აშეარებდნენ" წინა ხელისუფლების ფოტოებს. შეგახსენებთ ვისაც არ გახსოვთ! :ბენდუქიძე აუზზე, წიკლაურის "სელფი" აბაზანაში, (ერთი თვე ეს ფოტო ყველას ედო) გიგი საკუთარ ცოლთან ერთად, მიშას ფოტოებზე ხომ არაფერს ვამბობ. ნუ აღარაფერს ვამბობ კეზერაშვილს ნანა ლეჟავამ გამოძიება რომ ჩაუტარა ფოტოზე, რომელიც საკუთარ ცოლთან ქონდა გადაღებული ცეკვის დროს. მაშინაც მარაზმი იყო რაც ხდებოდა, ისტერია და გამოძიებები და ეხლაც მარაზმია რაც ხდება. მაგრამ მიკვირს რომ გიკვირთ." ![]() ![]() ამ სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. გთავაზობთ რამოდენიმე პასუხს ამ სტატუსზე: "საერთოდ მთელი საქართველო იქცა მარაზმად, ყველა კუთხით და ყველა გაგებით, მაგეთ გამოხედვის სურვილი ნელ-ნელა მეკარგება და მეშინია სულ არ დავკარგო." " ნანუკ გენაცვალეეე... მაგიტომ ხარ მაგარი, რომ ობიექტურად შეგიძლია შეაფასო ყველაფერი უკვე მართლა დავიღალე ამ ფოტოს სხვდასხვა კონტექსტში რომ ატრიალებს ხალხი. ნარმანია მეც არ მომწონს და ყველამ იცის მაგრამ რა გჭირთ ხალხნო ბოლო ბოლო "პლავკით" იყო "პლავკის" გარეშე ხომ არა." ფოტოები რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა. ![]() ![]() ![]() 709 3-ს მოსწონს 1-ს არა
|