x
image
beko777
Mediator image
ზღაპარი რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს
ზღაპარი რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს


imageნუ გაგიკვირდებათ და ნუ იტყვით, რომ რა საჭირო იყო ბავშვური ზღაპრის ამ სერიოზულ გვერდზე გამოქვეყნებაო, რადგან ყველა ზღაპარი რეალობაა, მხოლოდ ოდნავ შელამაზებულ ფერებში და მეტი მხატრულობით გადმოცემული. ამ ზღაპრის გმირებში, ძალიან ბევრი საკუთარ თავს ამოიცნობს, კარგი იქნება, თუ მის კითხვას შუა გზაში არ მიატოვებთ და ბოლომდე ჩაჰყვებით, რადგან არასოდეს არ უნდა იფიქროთ, რომ რაიმე მატერიალური მარადიულია. ერთადერთი მარადიული მხოლოდ კაცობა და სახელია, სხვა არაფერი!


* * *
ძველად ცხოვრობდა ორი დიდი მეგობარი: მეთევზე და შეშის მჭრელი. თუ მეთევზეს მოეცარებოდა ხელი, შეშის მჭრელი უყოფდა ნავაჭრს, თუ შეშის მჭრელს გაუჭირდებოდა, მეთევზე ედგა მხარში. საღამოს მეგობრები ერთმანეთს ხვდებოდნენ ხოლმე და ერთად მიდიოდნენ ქალაქში თევზისა და შეშის გასაყიდად.
ერთხელ შეშის მჭრელმა ტყეში ერთი დიდი ხე შეათვალიერა. შემოჰკრა თუ არა ნაჯახი, ხე წამოაქცია. თურმე ფუტურო ყოფილიყო. წამოიქცა და ფუღუროდან ლალი, ალმასი, საფირონი და ათასნაირი ძვირფასი ქვა გადმოცვივდა. შეშის მჭრელს თვალები აუჭრელდა, რადგან ამდენი სიმდიდრე არასოდეს ენახა. უნდოდა მეგობრისთვის დაეძახა, მაგრამ მყისვე გადაიფიქრა: რაკი აქამდე ყველაფერს ერთნაირად ვიყოფდით, რომ დავუძახო, ეს სიმდიდრეც უნდა გავუყო. არა ჯობს, განძეული მარტო მე დამრჩესო?
მოკრიბა თვალ-მარგალიტი შეშის მჭრელმა და ქალაქის გზას დაადგა. იქ განძეულის ერთი ნაწილი გაყიდა. დიდი სახლი და უამრავი ლამაზი სამოსი იყიდა, დაიყენა მსახურები, კარისკაცები, მუსიკოსები, მომღერლები და დაავალა, მომიარეთ და გამართეთო.
იმ დღეს მეთევზემ ჩვეულებრივზე მეტი თევზი დაიჭირა და იფიქრა: ამაში იმდენ ფულს ავიღებ, შეიძლება ჩემს მეგობარ შეშის მჭრელს ახალი ხალათი ვუყიდოო. წამოვიდა ტყისკენ, იმ ადგილისკენ, სადაც შეშის მჭრელი უნდა დახვედროდა, მაგრამ არ დახვდა. ნეტა რა მოუვიდა? – იკითხა გულში. ეძება, ეძება და ვერ იპოვა. ბოლოს იფიქრა, ალბათ შინ წავიდაო, მაგრამ ვერც სოფელში ნახა. დაღონდა მეთევზე.


imageშეშის მჭრელი კი, დიდებულივით ცხოვრობდა ქალაქში. მხოლოდ ფარჩა-აბრეშუმს იცვამდა და უძვირფასეს კერძებს მიირთმევდა. დროს ატარებდა და ილხენდა. უამრავი ახალი მეგობარი გაიჩინა. გულუხვობისთვის ყველა აქებდა და ეფერებოდა.
კეთილმა მეთევზემ მეგობრის შესახებ არაფერი იცოდა და დღენიადაგ წუხდა, ტყეში მხეცებმა ხომ არ დაგლიჯესო. ერთხელ ძალიან დიდი თევზი დაიჭირა და ქალაქს წაიღო გასაყიდად. ერთი დიდი და მშვენიერი სახლის მზარეულები ნამეტანი აფუსფუსდნენ, როცა ამოდენა თევზი დაინახეს. შეშის მჭრელს ხომ ყოველდღე ქეიფი და წვეულება ჰქონდა. ჰოდა, იყიდეს თევზი.
image– ვისია ეს სახლიო? – იკითხა მეთევზემ.
– ჩვენი პატრონისაა. ადრე ღარიბი შეშის მჭრელი იყო, ახლა კი სიმდიდრით შვიდ მეფეს სჯობნისო, – მიუგეს მზარეულებმა.
მეთევზეს გაუხარდა, რომ მეგობარი ცოცხალი და უვნებელი იყო და მზარეულებს უთხრა:
– მიმიყვანეთ თქვენს პატრონთან. მე მისი ძველი მეგობარი ვარ და ჩემი ნახვა ძალიან გაუხარდებაო.
მზარეულები შეფიქრიანდნენ, მაგრამ მეთევზემ დაარწმუნა ისინი, თქვენ პატრონს ჩემი ნახვა ისე გაუხარდება, უსათუოდ დაგასაჩუქრებთო, და იგი ერთ დიდ დარბაზში შეიყვანეს. იქ ყოფილი შეშის მჭრელი ახალ მეგობრებში იჯდა და ქეიფობდა. შეშის მჭრელმა მაშინვე იცნო მეთევზე, მაგრამ მისი ღარიბული ჩაცმულობის გამო შერცხვა და მდიდარ სტუმრებთან ვერა თქვა, ჩემი ძველი მეგობარიაო. მეთევზემ კი შესძახა:
– რა კარგია, რომ ერთმანეთი ვნახეთო.
image– მე ამ კაცს არ ვიცნობ. გააგდეთ სახლიდან, ახლავე მომაშორეთო! – ბრძანა შეშის მჭრელმა.
სტუმრებმა გადაიხარხარეს. შეწუხებული მეთევზე შინ დაბრუნდა. დღე დღეს მისდევდა. შეშის მჭრელს მეგობრები უმრავლდებოდა და უმრავლდებოდა. ისინი მასთან ჭამდნენ, სვამდნენ, დროს ატარებდნენ, ღამეს ათევდნენ, ქებით ცამდე აჰყავდათ. შეშის მჭრელს მეგობრები შეუყვარდა და უარს არაფერზე ეუბნებოდა.
ერთხელ შეშის მჭრელმა მეგობრები სანადიროდ წაიყვანა ტყეში. იქ მოულოდნელად ყაჩაღებს გადააწყდნენ. მეგობრები მხდალები აღმოჩნდნენ და გაქცევით უშველეს თავს, შეშის მჭრელი კი, ყაჩაღებს შეატოვეს ხელში. შეშის მჭრელი მძიმედ დაიჭრა, მაგრამ მაინც მოახერხა გაქცევა და ძლივს ჩააღწია ქალაქში ნაცემ-ნაგვემმა და დაჭრილმა. მარჯვენა ხელიც მოტეხილი ჰქონდა. ქალაქში ნახა, რომ თავის სახლს ცეცხლი ეკიდა. ცეცხლი ისე ბაბანებდა, მისი ჩაქრობა ვერავინ შეძლო.
შეშის მჭრელი გაღატაკდა. მარჯვენა ხელიც აღარ შერჩა საღი. ძალიან დადარდიანდა. მერედა, რა ექნა? გადაწყვიტა, რომელიმე მეგობარს შეკედლებოდა, მაგრამ ყველამ კარი მოუხურა.
image– სამწუხაროდ ვიწროდ ვცხოვრობთ, – უთხრა ერთმა.
– მისანმა მითხრა, შინ არავინ შეუშვა, თორემ გაკოტრდებიო, – უპასუხა მეორემ.
– მამაჩემი შენი შემოშვების ნებას არ მომცემსო, – მიუგო მესამემ.
აიღო ნაჯახი შეშის მჭრელმა და ისევ ტყეს მიაშურა. ასწია მარცხენა ხელით ნაჯახი, რაკი მარჯვენას ვეღარ ხმარობდა, დაჰკრა ხეს, მაგრამ ჭდეც ვერ დააჩნია.
– ჰეი, მეგობარო! – მოესმა უცებ მეთევზის ხმა. – გაგიჭირდა ცალი ხელით, თანაც მარცხენა ხელით ხის მოჭრა. ანკესის დაჭერა კი არ გაგიჭირდება. აჰა, ანკესი და ითევზავე, მე კი შენს ნაცვლად დავამზადებ შეშას. თუ ცოტა თევზს დაიჭერ, გული არ დაგწყდეს, შემოსავალი ძველებურად მაინც შუაზე გავიყოთო.
ატირდა შეშის მჭრელი სიხარულისა და სირცხვილისაგან. ახლაღა მიხვდა, ვინ იყო მისი ნამდვილი მეგობარი და რა უგუნურად მოიქცათვითონ.



* * *
ზღაპრის გმირები ჩვენს გვერდით დაიარებიან, ისინი ან შეშის მჭრელები არიან, ან მეთევზენი! ესაა და ეს! დანარჩენი თქვენთვის მომინდვია!!!



2
334
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
334
  
2014, 8 ივლისი, 12:26
გაიხარე
2014, 19 ივნისი, 12:29
ძალიან კარგი ისტორიაა მომეწონა.ასეთი ხალხის ატანა არ მაქ და შესაბამისად მსგავსს არავის ვუახლოვდები.არავის ვუსურვებ ასეთი მეგობარი ყავდეს გვერდით
0 1 2