x
image
beko777
პოლიტიკური ნაგავი (წარსულის გამოძახილი)
(სტატია 2000-ანების ჟურნალ "ვარსკვლავებიდან" - "რედაქტორის გვერდი" - )


imageთურმე როგორ მონატრებია ხალხს სიმართლის მოსმენა! თურმე როგორ ჩუმად აკვირდება ხალხი მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, აგერ უკვე 10-12 წელიაწადია! თურმე, როგორი მეისტორიე გამხდარა თითოეული ჩვენგანი და თურმე, როგორი ფოტოგრაფიული მახსოვრობით გვქონია აღბეჭდილი ჩვენს გონებაში უახლოესი 10-12 წლის წინანდელი წარსული! თურმე არაფერი დაგვიწყნია…


image2 ნოემბერს კი, ისე არჩევნებია! რა ნაგავიც ამ წლების განმავლობაში ჩანდა ზედაპირზე, თურმე ასი იმდენი, ჩვენს ფერხთით ყოფილა! ნაგავს კი, რაც უფრო გაქექავ, ხომ იცით მით უფრო აყროლდება! ქექვა კი, უკვე დაიწყო და დადგა სუნი! სუნი დიდი პოლიტიკური ნაგვისა!
ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, რომ მისი არჩევანის უფლების გამოყენების დრო დადგა! უფლების, რომლის ჩამორთმევა უბრალოდ შეუძლებელია, ისე როგორც ჰაერის, თორემ იმასაც ფასიანს გაგვიხდიდნენ და იმასაც მრიცხველებს დაუდგამდნენ. საკუთარი არჩევანის უფლება კი ყველამ უნდა გამოიყენოს, რადგან ნაგავში სიარულს მიჩვეულთ, შესაძლოა ეს „ბედნიერება” კიდევ 4 წელი არ მოგვაკლდეს და კვლავ, ისევ ისე სუნიანები ვივლით, როგორც აქამდე! მერე კი, საკუთარ თავს და ახლობლებს შევეკითხებით – ნეტავი ეს ნაგვის სუნი საიდან მოდისო?! არადა მელას ხომ კუდი ჰქონდა დასვრილი, საკუთარი კუდი!!!


* * *
imageთქვენ იცით, რომ მე პრინციპულად არცერთი პარტიის წევრი არა ვარ, რაც რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ არ გამაჩნია ჩემი კონკრეტული შეხედულებები ამა თუ იმ პარტიის და ე. წ. ლიდერების შესახებ! გამაჩნია და მერე როგორ გამაჩნია…! ვიცი რა, რომ პოლიტიკა ტყუილის ერთ-ერთი ტექნოლოგიური განხრაა, ტყუილის, რომელსაც ორნაირი გამოყენება აქვს ჩვეულებისამებრ – ბოროტი და კეთილი! რომ იცოდეთ რამდენი ბოროტი ტყუილია ჩვენს გარშემო, რომელსაც სანაგიედან ჩამოგვძახებენ ხოლმე…! მალე აფხაზეთს დავიბრუნებთო… ტყუილია! აფხაზეთს მალე ვერ დავიბრუნებთ, რადგან ჯერ ჩვენი ნაგავი უნდა გავიტანოთ და მერე სხვისას მივხედოთ! მალე - ფარდობითი ცნებაა და არ მოიცავს ახსნას 1-დან 3 წლამდე! მალე შეიძლება 10-15 წელიწადიც კი იყოს, ისტორიას ხომ წლებში არ უჭირს!!!



imageმალე საქართველო აყვავდებაო! – ტყუილია! საქართველო ახლაც აყვავებულია, განა ასე არაა, მიმოიხედეთ თქვენს გარშემო, რამდენი ლამაზი რამ შენდება ამ დიდ სანაგვეთში, რამდენი თვალწარმტაცი შენობა წამოიჭიმა! განა ეს აყვავებული საქართველო არაა?! მაგრამ ის ხომ ჩვენი არაა, ის ხომ კონკრეტული ქართველებისაა, რომლებმაც სანაგვე ისე ღრმად გაქექეს, რომ…! სუნს კი მივეჩვიეთ დიდი ხანია!!!
საქართველოში ისტორიის ერთ მონაკვეთში, რომელიც შესაძლოა ჩემს ძირითად მკითხველს აღარც კი ახსოვდეს (მას კომუნიზმი ერქვა), ყველა ბედნიერი იყო, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი შრომის საფასური მიეღო, საკუთარი გარჯის შედეგით დამტკბარიყო…

დიახ, იყო ასეთი დრო, მას კომუნიზმი ერქვა! განა რა, რატომ იყოო ცუდი ის, იკითხავთ თქვენ და გექნებათ მასზე ერთადერთი (!) პასუხი – თავისუფლება! აი, რა არ გვქონდა მაშინ..! დღეს გვაქვს თავისუფლება ხალხნო?!
პოლიტიკური ნაგავი კი ამასობაში გროვდება, ურნებიდან ის დიდი ხანია გადმოვიდა და აღარ ეტევა, მაგრამ აღარსად არა სჩანს მეეზოვე, კეთილი ჟორიკა ძია, სუზანა დეიდა, ვართუშა მამიდა, რომლებიც ერთი ლაზათიანად მოიქნევდა ცოცხს და მიაყოლებდა – აი, მოგიკვდეს დამყრელი პატრონიო!!!
* * *
2 ნოემბერს კი საქართველოში არჩევნებია! ვინც 18 წლის და მეტის ხართ მიდით, გასართობად მაინც მიდით! ისე, ინტერესის გულისთვის მაინც შეიარეთ საარჩევნო უბნებში და ნაგვის ურნაში (უკაცრავად საარჩევნო ურნაში) თქვენი წილი ნაგავი (ბოდიში მომითხოვია, საარჩევნო ბიულეტენი) ჩააგდეთ! ვინ შემოხაზოთ არ იცით ხომ?! ბევრმა არ იცის! თუ მაინცდამაინც არა გაქვს ვინმეს მიმართ ალალი სიმპათია, არიოლ-რეშკა ააგდე ნაგვის კონტეინერში (ბოდიში მომითხოვია, საარჩევნო კაბინა უნდა მეთქვა) და ასე აირჩიე ორში (!) ერთი! ცხოვრებაა, ან გაგიმართლებს ან არა!!! შენზე მაინც არავინ იზრუნებს, არ დაიჯერო!!!


* * *
imageამასწინათ, 49 პოლიტიკური პარტიის სია გამოქვეყნდა, რომლებსაც სწამთ, რომ სწორედ ისინი გადაარჩენენ საქართველოს! 49 პოლიტიკური პარტიის! გეგონათ, რომ საერთოდ ამდენი გვყავდა? თითოეული მათგანი რომ რეგისტრაციაში გაეტარებინათ 50.000 მხარდამჭერის სია უნდა წარედგინათ. ალბათ (!) წარადგინეს კიდეც. 50.000 გაამრავლეთ 49-ზე, იცით რამდენია? 2.450.000! ორი მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათასი! ვინმეს გჯერათ ამ ყველაფრის?! ვინმეს გჯერათ, რომ ამდენნი ვართ?! რა გამოდის, რომ ერთი და იგივე ადამიანები, სხვადასხვა პოლიტიკურ მოძრაობებს, სხვადასხვა დღეს უჭერენ მხარს?! ასეა!


* * *
ნაგავი კი გროვდება! მეეზოვე ჟორჟიკა, სუზანა და ვართუშა აღარსად ჩანან! სად წავიდნენო, იკითხავთ თქვენ! არჩევნებში მათი პარტია იღებს მონაწილეობას – გადავაქციოთ საქართველო უნაგვო ქვეყნად!!!
მხარი დავუჭიროთ!!!


image

0
71
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0