საზოგადოება პოლიტიკური ნაგავი (წარსულის გამოძახილი) 2014, 18 ივნისი, 14:35 (სტატია 2000-ანების ჟურნალ "ვარსკვლავებიდან" - "რედაქტორის გვერდი" - ბესიკ ჩუბინიძე)
![]() ![]() ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, რომ მისი არჩევანის უფლების გამოყენების დრო დადგა! უფლების, რომლის ჩამორთმევა უბრალოდ შეუძლებელია, ისე როგორც ჰაერის, თორემ იმასაც ფასიანს გაგვიხდიდნენ და იმასაც მრიცხველებს დაუდგამდნენ. საკუთარი არჩევანის უფლება კი ყველამ უნდა გამოიყენოს, რადგან ნაგავში სიარულს მიჩვეულთ, შესაძლოა ეს „ბედნიერება” კიდევ 4 წელი არ მოგვაკლდეს და კვლავ, ისევ ისე სუნიანები ვივლით, როგორც აქამდე! მერე კი, საკუთარ თავს და ახლობლებს შევეკითხებით – ნეტავი ეს ნაგვის სუნი საიდან მოდისო?! არადა მელას ხომ კუდი ჰქონდა დასვრილი, საკუთარი კუდი!!! * * * ![]() ![]() საქართველოში ისტორიის ერთ მონაკვეთში, რომელიც შესაძლოა ჩემს ძირითად მკითხველს აღარც კი ახსოვდეს (მას კომუნიზმი ერქვა), ყველა ბედნიერი იყო, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი შრომის საფასური მიეღო, საკუთარი გარჯის შედეგით დამტკბარიყო… დიახ, იყო ასეთი დრო, მას კომუნიზმი ერქვა! განა რა, რატომ იყოო ცუდი ის, იკითხავთ თქვენ და გექნებათ მასზე ერთადერთი (!) პასუხი – თავისუფლება! აი, რა არ გვქონდა მაშინ..! დღეს გვაქვს თავისუფლება ხალხნო?! პოლიტიკური ნაგავი კი ამასობაში გროვდება, ურნებიდან ის დიდი ხანია გადმოვიდა და აღარ ეტევა, მაგრამ აღარსად არა სჩანს მეეზოვე, კეთილი ჟორიკა ძია, სუზანა დეიდა, ვართუშა მამიდა, რომლებიც ერთი ლაზათიანად მოიქნევდა ცოცხს და მიაყოლებდა – აი, მოგიკვდეს დამყრელი პატრონიო!!! * * * 2 ნოემბერს კი საქართველოში არჩევნებია! ვინც 18 წლის და მეტის ხართ მიდით, გასართობად მაინც მიდით! ისე, ინტერესის გულისთვის მაინც შეიარეთ საარჩევნო უბნებში და ნაგვის ურნაში (უკაცრავად საარჩევნო ურნაში) თქვენი წილი ნაგავი (ბოდიში მომითხოვია, საარჩევნო ბიულეტენი) ჩააგდეთ! ვინ შემოხაზოთ არ იცით ხომ?! ბევრმა არ იცის! თუ მაინცდამაინც არა გაქვს ვინმეს მიმართ ალალი სიმპათია, არიოლ-რეშკა ააგდე ნაგვის კონტეინერში (ბოდიში მომითხოვია, საარჩევნო კაბინა უნდა მეთქვა) და ასე აირჩიე ორში (!) ერთი! ცხოვრებაა, ან გაგიმართლებს ან არა!!! შენზე მაინც არავინ იზრუნებს, არ დაიჯერო!!! * * * ![]() * * * ნაგავი კი გროვდება! მეეზოვე ჟორჟიკა, სუზანა და ვართუშა აღარსად ჩანან! სად წავიდნენო, იკითხავთ თქვენ! არჩევნებში მათი პარტია იღებს მონაწილეობას – გადავაქციოთ საქართველო უნაგვო ქვეყნად!!! მხარი დავუჭიროთ!!! ![]() 71 3-ს მოსწონს
|