სხვა ინდიელების საინტერესო და სასარგებლო გამოგონება ლაშქრობისა და მოგზაურობის მოყვარულთათვის 2014, 18 ივნისი, 9:00 ![]() ![]() მაშ ასე, დავიწყეთ: პირველ რიგში უნდა გადავჭრათ სასურველი სიგანის ხის მორი. შემდეგ გავჩეხოთ ის ოთხად სიგრძეზე. ![]() ![]() თითოეულ ხის ნაპობს ამოვჭრათ გული და გავუკეთოთ ნაჭდევები ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. ![]() ამის შემდეგ ოთხივე ნაჭერი ისევ შევკრათ ერთად ისე, რომ მთლიან მორს დაემსგავსოს და გარედან მაგრად შემოვაკრათ მავთული, ვეცადოთ, რომ მავთული ძალიან კარგად იყოს მოჭერილი, რათა ჰაერმა შიგნით შეღწევა ვერ შეძლოს. ![]() ახლა ჩვენი ღუმელის ცენტრში დარჩენილი სიცარიელე ამოვავსოთ ნაფოტებით და ბურბუშელით. "ხის პრიმუსი" მზადაა. დაგვრჩა მხოლოდ მისი დადგმა და ანთება. ღუმელი უნდა დავდგათ ქვებზე, რათა ქვემოდან ჰაერს შეღწევა არ გაუჭირდეს და წევა კარგი ჰქონდეს. ![]() აი პატარა ვიდეო იმაზე, თუ რა გამოგვივიდა. ახლა უკვე შეგვიძლია ავანთოთ ჩვენი ღუმელი, ამასთან გავითვალისწინოთ, რომ თუ ცეცხლს ქვემოდან მოვუკიდებთ, ალი ძლიერი იქნება, მაგრამ ჩვენი ღუმელი მალე ჩაიწვება, ხოლო თუ ცეცხლის ანთებას ზემოდან დავიწყებთ, ალი სუსტი იქნება, მაგრამ ხანგრძლივი. ანთების პროცესი საკმაოდ მარტივია და ამ ვიდეოშია წარმოდგენილი. ღუმელის ალის სიძლიერე შეიძლება ვარეგულიროთ მისთვის ქვემოდან მიწოდებული ჰაერით. რაც მეტ ჰაერს მივაწვდით, მით უფრო ძლიერია ალი. საერთოდ, საჭმლის მოსამზადებლად 8-10 სმ სიმაღლის ალი სავსებით საკმარისია. ჩირაღდნად ან სანთლად გამოყენების შემთხვევაში პრიმუსი თავისუფლად შეიძლება ხელში ავიღოთ:ხე კარგი თერმოიზოლატორია და ხელი არ დაგვეწვება. ![]() გარკვეული დროის გასვლის შემეგ ხის ღუმელი თანდათან ჩაიწვება და დაინგრევა. აი კიდევ ერთი ვიდეო ამის შესახებ. იმედია ჩემი რჩევები მოგზაურობების და ლაშქრობების მოყვარულებს მოეწონათ და პრაქტიკაში ეცდებიან მის გამოყენებას. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს: გაუფრთხილდით ბუნებას, არ დატოვოთ ტყეში ანთებული მსგავსი საგნები ან კოცონი, რადგან ამან შეიძლება საშინელი კატასტროფა -ტყის ხანძარი გამოიწვიოს. სასიამოვნო დასვენებას და გართობას გისურვებთ, მეგობრებო! 880 13-ს მოსწონს
|