რჩევები 25 რამ, რაც ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს 2014, 17 ივნისი, 16:18 იმისათვის, რომ ქალი ყოველთვის გარემოების შესაბამისად და მოდურად იყოს ჩაცმული, სულაც არ არის სავალდებულო ყოველკვირეულად კარადის შევსება ახალ-ახალი ტანსაცმლითა თუ აქსესუარით. არსებობს 25 ძირითადი ნივთი, რაც აუცილებლად უნდა მოიძებნებოდეს ქალის გარდერობში, რათა ნებისმიერ სიტუაციაში თავდაჯერებულად გამოიყურებოდეს. 1. კომფორტული საცვლები. ![]() 2. თეთრი მოკლესახელოიანი მაისური ე.წ. T-შირტი. სხვა ფერებისგან განსხვავებით, იგი თითქმის ყველა კომბინაციაში გამოგადგებათ. ![]() 3. მუქი ფერის ჯინსის შარვალი. მთავარია სწორად აირჩიოთ ჯინსის ის სტილი, რომელიც თქვენს ფიგურას უხდება. ![]() 4. უსახელო ტოპიც განსაკუთრებით მრავალფეროვანი კომბინაციის საშუალებას იძლევა: შეიძლება გამოიყენოთ როგორც ლაშქრობის დროს, სპორტულ შარვალთან ერთად, ასევე შედარებით ფორმალური შეხვედრებისას პიჯაკის ქვეშ, ან შესაფერისი შარფის შეხამების შემთხვევაში, საღამოებსა და წვეულებებზე. ![]() 5. ერთი პატარა შავი კაბა თქვენს გარდერობში და შეგიძლიათ აღარ იღელვოთ წვეულებებზე, საღამოებსა თუ რესტორნებში ჩასაცმელი ტანსაცმლის შესახებ. უბრალოდ, ყოველ ჯერზე შეგიძლიათ შესძინოთ მას ახალი ელფერი განსხვავებული აქსესუარით, ვარცხნილობითა თუ მაკიაჟით. ![]() 6. შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი. მისი ჩაცმა შეიძლება თითქმის ყველგან: ყოველდღიურ თუ ფორმალურ სიტუაციებში, საღამოებსა თუ წვეულებებზე. შეგიძლიათ ჩაიცვათ როგორც ფორმალურ პიჯაკზე, ასევე ჯინსებზე და საღამოს კაბაზე. ![]() 7. პიჟამო ალბათ ერთადერთი ტანსაცმელია, რომლის არჩევაშიც თქვენს ფანტაზიას სრული თავისუფლება შეგიძლიათ მისცეთ და შეიძინოთ როგორც მიკი მაუსის ნახატებიანი, ასევე მკაცრი შავი ფერის საღამური ტანსაცმელი. ყველაფერი მხოლოდ თქვენს შინაგან „მე“ -სა და სურვილზეა დამოკიდებული. ![]() 8. თეთრი პერანგი. თეთრი მაისურის მსგავსად ძალიან ბევრი კომბინაციის საშუალებას იძლევა. ამასთან მასთან ერთად სატარებელი აქსესუარების არჩევანიც ბევრია. ![]() 9. კლასიკური ქვედაბოლო გამოგადგებათ როგორც ფორმალურ, ასევე ყოველდღიურ სიტუაციებში. ![]() 10. კომფორტული უძირო ფეხსაცმელი შეგიძლიათ ატაროთ როგორც ჯინსებზე ასევე ქვედაბოლოსა თუ შორტებზე. ![]() 11. შავი კოლგოტები, რომლებიც თითქმის ყველაფერზე მიდის. ![]() 12. კლასიკური ჩანთა, რაც თქვენს ელეგანტურობას გაუსვამს ხაზს. ![]() 13. კედები. გამოდაგდებათ როგორც ყოველდღიურად, ასევე ექსკურსიებსა თუ სპორტულ ცხოვრებაში. მიდის როგორც კაბასა და ქვედაბოლოზე ასევე შარვალზე, ჯინსებსა თუ შორტებზე. რაც მთავარია, ძალიან კომფორტულია. ![]() 14. შორტი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გიხდებათ!) განსაკუთრებით კომფორტული ტანსაცმელია. ჯინსის შორტი შეუცვლელია ცხელ დღეებში ყოველდღიური მოხმარებისთვის, ქალაქგარეთ თუ მეგობრების წრეში. შედარებით ფორმალური სტილის შორტის ტარება უკვე ოფისებშიც ნებადართულია. ![]() 15. შავი პიჯაკი, რომლის წყალობით თითქმის ყველა ყოველდღიურ, სპორტულ თუ საღამოს ჩაცმულობას შეიძლება ფორმალური ელფერი შესძინოთ. ![]() 16. ე.წ. სარაფანი, რომელიც განსაკუთრებით ქალურობას უსვამს ხაზს. ![]() 17. თხელი კარდიგანი, რაც გამოდაგებათ ოდნავ გრილ დღეებში როგორც შარვალზე, ასევე სარაფანსა თუ ქვედაბოლოზე ჩასაცმელად. რაც არ უნდა საკვირველი იყოს, იგი საქორწილო კაბაზეც კი მიდის. ![]() 18. შარფი, რომელიც დაგეხმარებათ ხაზი გაუსვათ თქვენს იდენტობას. იმის მიხედვით, თუ როგორ გაიკეთებთ შარფს, შეგიძლიათ ცვალოთ ჩაცმულობის სტილი. ![]() 19. შავი ჩექმა. გარდა იმისა, რომ თითქმის ყველა სტილის ჩაცმულობაზე მიდის, ფეხს ვიზუალურად აგრძელებს და ალამაზებს. ![]() 20. საღამოს კაბა, იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის, თუ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ უკვე გეცვათ თქვენს გარდერობში არსებული პატარა შავი კაბა და მოულოდნელად, ისევ დაგპატიჟეს წვეულებაზე. ![]() 21. სამკაულები. არ არის აუცილებელი ბრილიანტის სამეულის ქონა. გქონდეთ ნახევრად ძვირფასი ქვებისგან გაკეთებული სამკაულები. მთავარია კარგად შეუხამოთ ტანსაცმელს. ![]() 22. ე.წ. კლაჩი, იმ შემთხვევისთვის, როდესაც გჭირდებათ გლამურულად გამოიყურებოდეთ. ამ შემთხვევაში უმჯობესია იყოს ოქროსფერი, ვერცხლისფერი ან შავი ბრჭყვიანა თვლებით მორთული. ![]() 23. ფერადი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. განსაკუთრებით ბევრ კომბინაციაში ჯდება ჩალისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, განსაკუთრებული გლამურული სიტუაციებისთვის. ![]() 24. კლასიკური პალტო ცივი ამინდებისთვის. ![]() 25. საცურაო კოსტიუმი, იქნება ეს ერთიანი, ცალ-ცალკე თუ საცურაო კაბა - ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ![]() 691 3-ს მოსწონს
|