საზოგადოება მოგზაურობა წარსულში (რედაქტორის გვერდის გამოძახილი წარსულიდან) 2014, 17 ივნისი, 2:19 ![]() დედაქალაქის ქუჩები ვეღარ იტევს საქართველოს ყველა კუთხიდან, თბილისში ლუკმა-პურის საშოვნელად ჩამოსულ ქართველებს და არაქართველებს, სწორედ ამიტომ ადამიანებმა ხსნა უკვე მიწისქვეშ მონახეს. ნებისმიერი მეტროს სადგური ერთ პატარა საქართველოს მოგვაგონებს, სადაც ყველა ყიდის და სადაც ყველა ყიდულობს, სადაც, დღის სინათლე არავის ენატრება და სადაც სუფთა ჰაერი, ორპირი ქარის მოტანილი ნიავია მხოლოდ! ადამიანები მეტროს სადგურებში ცხოვრობენ, შრომობენ და აღარც კი ანაღვლებთ, თუ რა ხდება იქ, მიწისზევით, მზის საუფლოში. ![]() ამ გვირაბში მთელი საქართველოს სახეს დაინახავ, ამ გვირაბში ყველა გადის, ყველა, გარდა იმათი, ვინც ზევით ვახსენეთ. ამ გვირაბში ადამიანები ერთმანეთს იცნობენ, ამ გვირაბში ადამიანებს ერთმანეთის სჯერათ, ერთმანეთს იცავენ და უფრთხილდებიან კიდეც! ეს ხდება ანდერგრაუნდში, განსხვავებით მიწისზედა თბილისისგან. ![]() დავწერე! ![]() დედამიწა კი, ნაგავმა წალეკა – ნაგავია მიწისქვეშეთში და ნაგავია დღის სინათლეზეც! მწვანეებს თავისი პირდაპირი მოვალეობა დავიწყნიათ, ტრადიციონალისტები და მონარქისტები აღარ იბრძვიან მეფის მემკვიდრის საქართველოში დასაბრუნებლად… საქართველოში კი 2 ნოემბერს კვლავ არჩევნებია! ანდერგრაუნდში მცხოვრები ხალხი არ აპირებს მათთვის ერთ ჩვეულებრივ დღეს, 2 ნოემბერს, კვირას, მაშინ როცა ტრადიციულად კარგი ვაჭრობა აქვთ, მაშინ როცა 20 თეთრით მეტის შეტანა შეუძლიათ საკუთარ სახლში, არ აპირებს ეს დღე გააცდინოს, რაღაც(!) არჩევნებზე მისასვლელად, როცა წინასწარ იციან, რომ მათ მიწისქვეშეთიდან მაინც ვერავინ ამოიყვანს, როცა იციან, რომ ისინი არავის ახსოვს, როცა იციან, რომ ისინი არავისთვის არ არიან ე.წ.ელექტორატი, როცა იციან, რომ უბრალოდ, - მათ არაფერი ეშველებათ!!! …და არც ოლიგარქებს აინტერესებთ ანდერგრაუნდი, მათ ისედაც იციან, რომ კიდევ 4 ბედნიერების წელი ეჭყანებათ მათ შვილებს, მათ სანათესაოს და საახლობლოს!!! ![]() * * * ქვეყანაშია ფერები მუქი! დედამიწა დამძიმდა ნაგვით! კოსმოსი აიზლიტნა სიბინძურით! ადამიანები გაუცხოვდნენ ერთმანეთისთვის და დაკარგეს იმედი საკუთარი მომავლის, რადგან ფიქრობენ, რომ ისიც კი გაიყიდა – იმედიც გაიყიდა! ახლა მას ფასი დაედო! იმედი აღარ არის უფასო, არც მზისქვეშეთში და არც მიწის ქვევით! ჩვენ ახალი უნდა შევქმნათ, რაღაც ახალი, რაღაც სხვა, რასაც ჯერ არ ჰქვია სახელი, და რაც მომავალში მთლიანად ჩვენი, - ხალხის იქნება!!! რაღაც ახალი და რაღაც სხვა!!! ძველი დრო 105 2-ს მოსწონს
|