საზოგადოება რის გამო მიატოვა, აცეკვებული იურისტი, მარიამ კუბლაშვილი ქმარმა: "ისევ მოლოდინის რეჟიმში ვარ" 2014, 16 ივნისი, 23:06 ახალგაზრდა იურისტი, მარიამ კუბლაშვილი ფართო საზოგადოებამ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით გაიცნო. გოგონა ახმეტაში დაიბადა, დედა პანკისელი ქისტი ჰყავს. მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. უფროსი ძმისა და ქისტური ტრადიციების წყალობით მარიამი მჯაცრ პირობებში იზრდებოდა. პირველ კურსზე იყო, როდესაც გათხოვდა. მისი ქმარი, მასზე 7 წლით უფროსი, მოჭიდავე დავით ნადარაია გახლდათ. წყვილს სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი ერთმანეთი. "მან ფაქტობრივად მომიტაცა. ძმის შიშით ვერ დავბრუნდებოდი სახლში, თან ეს არც მინდოდა, მიყვარდა. რამდენიმე თვის იყო ჩვენი შვილი, ქმარი ამერიკაში სავარჯიშოდ რომ წავიდა ორი კვირით და აღარ დაბრუნდა"-ამტკიცებს მარიამი. როგორც გაირკვა დავითს იქ სხვა ქალი გაუცვნია და მისგან შვილიც გაუჩენია. 8 წლის მანძილზე მარიამი ქმარს ელოდა და დედამთილ-მამამთილთან ერთად ცხოვრობდა, რადგან სახლი არ ჰქონდა. დღეს კი ყოფილი ქმრის მშობლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს ამერიკაში შეხვდა. მარიამი უკვე წარმატებული ქალი გახლდათ. "კონფერენციით ამერიკაში მოვხვდი. სწორედ იქ ვნახე ჩემი ქმარი, რომელიც გაოგნებული იყო ჩემი მიღწევებით. საჩუქარიც კი მომცა, რაც მანამდე არასდროს გაუკეთებია. ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს. ჯერ ისევ მოლოდინის რეჟიმში ვარ, იქნებ ჩემს ცხოვრებაშიც მოხდეს სასწაულიო"-ამბობს მარიამი. დავითი ამერიკელ ცოლსაც გაშორებია და ახლა შვილს ალიმენტს უხდის. რაც შეეხება მარიამს მას 9 წლის ვაჟი გიორგი-არბი ყჰავს. არბი ჩეჩნური სახლია. მარიამს უნდა მის ვაჟს წარმომავლობა ყოველთვის ახსოვდეს. 1917 4-ს მოსწონს 3-ს არა
|