სხვა განქორწინების ყველაზე უჩვეულო და საინტერესო მეთოდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2014, 15 ივნისი, 11:45 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განქორწინებაც სხვადასხვაგვარად ხდება. ერთ-ერთ ინგლისურ ქალაქში საინტერესო ტრადიცია აქვთ: თუ ადამიანი შევა ტაძარში და ბიბლიაზე ხელის დადებით წარმოთქვამს ფიცს, რომ მას არასოდეს უნანია თავისი ქორწინების შესახებ, მას სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ ხოლმე. ეს წესი არსებოს უკვე 350 წელია და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 8 -ჯერ მოხდა ჯილდოს გადაცემა.
მოდით ვნახოთ, თუ როგორ ხდება განქორწინება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში: 1. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ მე-18 საუკუნის დასასრულამდე უელსში განქორწინება ხდებოდა ჩვეულებრივი ცოცხის მეშვეობით. განქორწინება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეუღლეებიდან ერთ-ერთი გადაახტებოდა სახლის შესასვლელში დადებულ ცოცხს. 2. აფრიკის სანაპიროსთან არის ერთი პატარა კუნძული. ამ კუნძულის მცხოვრებლებს განქორწინების ყველაზე მარტივი წესი აქვთ: განქორწინების საკითხს აქ მხოლოდ ქალი წყვეტს. არასასურველი ქმრის თავიდან მოსაცილებლად საკმარისია ქალმა ქმრის ნივთები სახლიდან გარეთ გამოყაროს. 3. გასული საკუნის 50-იან წლებში სსრკ-ში განქორწინების საკმაოდ რთული წესი არსებობდა: ის უნდა მომხდარიყო სახალხოდ. ეს დაკანონებული იყო ოჯახისა და ქორწინების კოდექსის შესაბამისად. ქორწინება რომ არაქმედითუნარიანად მიეჩნიათ, მეუღლეებს უნდა შეეტანათ სასამართლოში განცხადება, გადაეხადათ ჯარიმა 100 მანეთი და აგრეთვე გაზეთში საქვეყნოდ უნდა განეცხადებინათ მათი ქორწინების მოსალოდნელი გაუქმების შესახებ. 4. სინგაპურელმა და მალაიზიელმა რელიგიურმა პირებმა განაცხადეს, რომ სატელეფონო ტექსტურ გზავნილებს უკვე იურიდიული ძალა აქვთ. მუსულმანისათვის ახლა საკმარისია სამჯერ გაგზავნოს მესიჯი ქორწიენების გაუქმების შესახებ. შემდეგ განქორწინებას უბრალოდ დაადასტურებს შარიათის სასამართლო. 5. ძალიან უცნაური ჩვეულება იყო ძველად ჩერნოგორიაში: მოწმეების თანდასწრებით ცოლ-ქმარი ხელში იღებდა ქამრის ან თოკის ორ სხვადასხვა ბოლოს და მას შუაზე ჭრიდა. ამის შემდეგ ისინი უკვე მეუღლეები აღარ იყვნენ. 6. აფრიკაში მცხოვრებ ნარაგუს ტომსაც განსაკუთრებული ტრადიცია აქვს: ქორწილის შემდეგ ახალდქორწინებულებმა უნდა გაიკეთონ ნიღაბი და მისი მოხსნის უფლება არ აქვთ ერთი წლის მანძილზე. თუ ერთი წლის შემდეგაც ისინი ნიღბებს არ მოიხსნიდნენ, ითვლებოდა, რომ ეს ქორწინება უკვე გაუქმებული იყო. 7. ძველ რომში განქორწინების განსაკუთრებით სასტიკი წესები არსებობდა: აქ იყო კანონი, რომლის მიხედვითაც მამაკაცს მხოლოდ ერთი ცოლის ყოლის უფლება ჰქონდა. თუმცა მას შეეძლო რამოდენიმეჯერმე შეერთო ცოლი, ხოლო ქალს ერთადერთხელ შეეძლო გათხოვება. და იცით, როგორ აგვარებდნენ რომაელი მამაკაცები ამ პრობლემას?- ისინი უბრალოდ კლავდნენ საბრალო ცოლებს, რომლებიც ბეზრდებოდათ, რათა სხვა სასურველ ქალიშვილზე დაქორწინებულიყვნენ. 8. კუნძულ იავაზე ყველაფერი გაცილებით მარტივია:თუ ადამიანს განქორწინება უნდა-მნიშვნელობა არ აქვს, ის კაცია თუ ქალი, მან უბრალოდ უნდა დარგოს ხუთი ხე. 9. ძველ ინგლისში განქორწინებისათვის აუცილებელი იყო ცოლის გაყიდვა. ამასთანავე ფასი ერთ შილინგზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. თუ ცოლს ვინმე იყიდდა-ქორწინება გაუქმებულად ითვლებოდა. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ასეთი შემთხვევები აქ დღესაც ხდება: ერთმა ფერმერმა, ჯოზეფ ტომპსონმა, თავისი ცოლი 12 შილინგად გაყიდა.. საინტერესოა, რომ მან ცოლის კუთვნილი ძაღლიც იგივე ფასად გაყიდა. 115 10-ს მოსწონს
|