x
image
hamunaptra1990
როგორ იცვლებოდა ქეთა თოფურია წლების განმავლობაში

გთავაზობთ, ყველასათვის ცნობილ, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთა თოფურიას ფოტოებს, თუ როგორ იცვლებოდა ის ბავშვობიდან დღემდე. მანამდე კი გადავხედოთ მის მოკლე ბიოგრაფიას: ქეთა დაიბადა 1986 წლის 9 სექტემბერს. მამა ამჟამად გარდაცვლილი, ანდრო თოფურია (კანონიერი ქურდი) და დედა ნატალია თოფურია ინჟინერ-ქიმიკოსი. 2003 წელს ახალგაზრდა მომღერალმა დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი და იმავე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. თუმცა, ქეთამ სწავლა რუსული ჯგუფის, ა-სტუდიოს მოწვევის გამო შეწყვიტა. მოწვევას დათანხმდა იმის თაობაზე, რომ გამხდარიყო ჯგუფის სოლისტი და მოსკოვში საცხოვრებლად გადავიდა სწორედ მაშინ, როცა საქართველოში ერთ-ერთ ცნობილ მომღერლად ითვლებოდა. თუმცა, მიმზიდველ გოგონას არც იქ გაუჭირდა თავის დამკვიდრება. რუსულმა შოუ-ბიზნესმა ის სიამოვნებით მიიღო. ა-სტუდიოს სიმღერები დღემდე აქტიურად ტრიალებს რუსულ მუსიკალურ არხებზე და დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქტუალურია აგრეთვე ქეთას პირადი ცხოვრებაც. მასზე ბევრს წერენ რუსული ჟურნალები. მიმზიდველი მომღერალი გათხოვილია ებრაელ ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე. ქეთასთვის ეს პირველი ქორწინებაა, ხოლო ლევისთვის მეორე. მას პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს.

image
image
imageimageimage








0
399
4-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0