x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სტივენ სატონის წამოწყებული საქმე გრძელდება
გასულ თვეში მოგაწოდეთ ინფორმაცია უკურნებელი სენით დაავადებულ 19 წლის ბიჭზე, რომელმაც საქველმოქმედო მიზნებისთვის უზარმაზარი თანხის შეგროვება შესძლო(იხ.სტატია "მომაკვდავმა ბიჭმა საქველმოქმედო თანხა:3 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეაგროვა"-10 მაისი)..


14 მაისს ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

image



















13 ივნისს გაიხსნა მორიგი დონინგტონის ლეგენდარული როკ-ფესტივალი, ფესტივალის მონაწილეებმა და მაყურებლებმა ცერა თითი აღმართეს მამაცი სტივენ სატონის ხსოვნის საპატივცემლოდ, რომლის მეცადინეობითაც კიბოთი დაავადებული მოზარდებისთვის 5 მილიონი$ შეგროვდა.



დონინგტონის ფესტივალის ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ ფესტივალის მთავარ ეტაპს სტივენ სატონის სახელი ეწოდა.


ჯგუფ Skindred-ის გამოსვლის შემდეგ ფესტივალის პრომოუტერმა, ენდი კოპინგმა სტივენის სახელით მაყურებლებს მიმართა, გამაყრუებელი აპლოდისმენტები ერთ წუთზე მეტ ხანს გრძელდებოდა, მაყურებელმა ცერა თითი ზუსტად ისე აღმართა, როგორც იმ ცნობილ ფოტოზეა, როდესაც მომაკვდავი სატინი საწოლზე იყო მიჯაჭვული.image






















ეს მომენტი ძალზე ამაღელვებელი იყო, აღნიშნეს ფესტივალის მონაწილეებმა.


მეტ ფრეიზერი, 35 წლის ჩესტერიდან:"ძალიან მაგარი იყო, ხალხი, რომელიც მთელი დღე აღნიშნავდა ზეიმს, მონახეს დრო და ღირსეული პატივი მიაგეს სტივენს."


აწ გარდაცვლილი სტივენ სატონის საქველმოქმედო საქმე გრძელდება, დღეისთვის შეგროვილია 4, 2£.image

0
15
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0