რა დამსახურებისთვის დააჯილდოვა დედოფალმა ელისაბედ II - მ ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი ( + ბევრი ფოტო )
ამერიკელმა მსახიობმა და ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ ბრიტანეთის იმპერიის სამსახურში გაწეული მუშაობისათვის, ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკასა და მსოფლიოს საგარეო გლობალურ პოლიტიკაში მონაწილეობისათვის დედოფალ ელისაბედ II - საგან საპატიო ტიტული მიიღო. მოგეხსენებათ, მსახიობი აქტიურად იღებდა მონაწილეობას კონფლიქტის ზონაში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ. ჰააგის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც სწორედ სექსუალურ ძალადობას ეძღვნებოდა, ლონდონში ჩატარდა და მსახიობი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის უილიამ ჰეიგის თანათავმჯდომარედ იყო მიწვეული.
ანჯელინა უზომოდ კმაყოფილი აცხადებს, რომ ეს ტიტული მისთვის ძალიან დიდი პატივია, რადგან მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრების ამ სფეროში მოღვაწეობას უნდა მიუძღვნას.
ტიტული" кавалерственной дамы", რომელიც მიიღო მსახიობმა, არის ანალოგი ტიტულისა "рыцаря".
მიზეზი მსახიობის აქტიური მონაწილეობისა ამ სფეროში აიხსნება ერთი გარემოებით, როდესაც ბოსნიის 1992 - 1995 წლების ომის დროს ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას და ფილმიც კი გადაიღეს, სადაც ვარსკვლავი მთავარ როლს თამაშობდა.სწორედ აქედან დაიწყო მან აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო ჰუმანიტარულ პროგრამაში "კონფლიქტის ზონებში გაუპატიურების მსხვერპლთა დაცვისა და პრევენციის მიზნით".
მსახიობთან ერთად რაინდის კავალრის საპატიო ტიტული მიიღო 79 წლის ბრიტანელმა მსახიობმა მეგი სმიტმა.