x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სხვენში ნაპოვნი ყველაზე საოცარი ნივთები
1-მუმია-2013 წელს გერმანიაში, 9 წლის ბიჭუნა ალექსანდრე კეტლერი ბებიის სხვენში თამაშობდა, როდესაც სკივრს გადააწყდა..სადაც მუმია ინახებოდა.


როგორც გაირკვა, პაპამისმა 50-იან წლებში სამხრეთ აფრიკაში შეიძინა როგორც სუვენირი- "სარკოფაგი მუმიით."

ამჟამად მუმია ჰამბურგის სამეცნიერო კვლევით ცენტრშია განთავსებული.მეცნიერები სწავლობენ მისი წარმოშობის ისტორიას.

image





















image





































image






















2-ყოფილი შეყვარებული-2012 წლის 8 სექტემბერს როკ-ჰილში(აშშ, სამხრეთ კაროლინა)ხუთი შვილის დედას, რომლის სახელიც ტრეისი გახლავთ, მოესმა უცნაური ხმები სხვენიდან..როგორ გაოცდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ სხვენში ხმაურის მიზეზი მისი ყოფილი შეყვარებული იყო, რომელსაც ჯერ კიდევ 12 წლის წინ დაშორდა....მძინარე მამაკაცი აღმოაჩინეს პატარა ნახვრეტის გასწვრივ, საიდანაც ტრეისის უთვალთვალებდა.როგორც გაირკვა, ექს-ბოიფრენდი ტრეისის სხვენზე ორი კვირის განმავლობაში იმალებოდა.


მამაკაცი ციხეში იჯდა და იქედან წერდა ტრეისის სასიყვარულო წერილებს, რომლებსაც ქალი არ პასუხობდა..შემდეგ გაანთავისუფლეს, მალევე ავტომობილის გატაცების გამო ხელმეორედ შეიპყრეს... განთავისუფლების შემდეგ მიჯნური-პატიმარი ჩუმად შეიპარა ქალის სახლში და სხვენში დამკვიდრდა.image






















3-კომიქსები სუპერმენზე-2010 წელს დევიდ გონსალესმა შეიძინა ძველი ბინა ელბოი ლეიკში (შტატი მინესოტა, ა.შ.შ)10100 დოლარად, ბინას რემონტი ესაჭიროებოდა...სხვენში ასობით ძველი ჟურნალ-გაზეთები ეყარა და მათ შორის აღმოჩნდა კომიქსები სუპერმენზე 1938 წლის პირველი გამოცემა(Action Comics).


იმის გამო, რომ გონსალესის და ცოლის დეიდის ჩხუბის დროს კომიქსი სერიოზულად დაზიანდა და ექსპერტებმა "მინუს 75 000$ გამოაკლეს", მაინც

Action Comics -ის პირველმა ნომერმა აუქციონზე 175 000 დოლარამდე აქაჩა.

image


























image









































4-ვინსენტ ვან გოგის ხელმოუწერელი ნახატი.-ნორვეგიის მაცხოვრებელს 2013 წლამდე სხვენში მიგდებული ჰქონდა ვითომ ვან გოგის ნახატი, რომელიც ყალბი ეგონა, თუმცა ქიმიური და რენტგენული ანალიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ ნახატი ორიგინალი იყო.


ექსპერტებმა ერთმხმად აღიარეს, რომ"დაისი მონმაჟურში " ნამდვილად გენიალურ მხატვარს ეკუთვნის.image






















5-ბევრი ფული-ქალაქ ბაუნტფილის მცხოვრებმა(შტატი იუტა, ა.შ.შ)ჯონ ფერინმა რამდენიმე წლის წინ იყიდა იყიდა საკუთარი სახლი, ..ერთ დღეს გარაჟში შეიხედა, რომ იქაურობა მოეწესრიგებინა, მამაკაცმა გარაჟის ჭერში შეამჩნია გადახვეული ხალიჩა...ხოლო როდესაც ხალიჩა ჩამოიღო სიღრმეში იდო 8 ცალი ვაზნების შესანახი ყუთი..შიგნით კი იდო ფული, საერთო ჯამში 360 000$.


ფერინი პატიოსნად მოიქცა..ფული სახლის ყოფილი პატრონის არნოლდ ბერნეტერის ნათესავებს გადასცა.image























image
















6-ფიგურა, რომლის ფასი 5 მილიონი $ გახლავთ-აწ გარდაცვლილი მხატვრული გალერეის მფლობელის მემკვიდრის სახლის სხვენზე ნიუ-იორკში აღმოჩენილი იქნა ფიგურა ხის ყუთით, როგორც აღმოჩნდა, იგი კარლ ფაბერჟეს სახელოსნოში იყო დამზადებული სპეციალურად რუსეთის მეფის, ნიკოლოზ II-ის შეკვეთით, რომელმაც თავის მხრივ მეუღლე იმპერატრიცა ალექსანდრას აჩუქა.


ფიგურა, რომელიც საფირონებით და ოქროთი იყო გაწყობილი აუქციონზე იქნა გატანილი და სულ რაღაც 15 წუთში გაიყიდა 5, 2 მილიონ დოლარად.image


















7-ჰიტლერის მუსიკალური კოლექცია.-1945 წელს დამარცხებული ნაცისტური გერმანიის რეიხსკანცელარიაში შეიჭრნენ რუსი ჯარისკაცები, იქ აღმოჩენილი იქნა ჰიტლერის უამრავი პირადი ნივთი.


კაპიტანი ალექსანდრ ბეზიმენსკი ხელმძღვანელობდა ჰიტლერის პირადი ნივთების გადატანას სამხრეთ გერმანიაში, უსაფრთხო ადგილას....


გადავინაცვლოთ 1991 წელს.

კაპიტან ბეზიმენსკის ქალიშვილი ერთხელ სხვენში აძვრა, რომ ბადმინტონის ჩოგანი ეპოვა..თუმცა იქ გადააწყდა რეიხსკანცელარიის სუვენირს:ადოლფ ჰიტლერის მუსიკალურ კოლექციას..სხვათა შორის ჩანაწერებში იყო რუსი შემსრულებლებიც:პეტრე ჩაიკოვსკი, ალექსანდრე ბოროდინი და სერგეი რახმანინოვი.


როგორც ჩანს, ალექსანდრ ბეზიმენსკის ხელი წაუცდა და ნადავლიდან ზოგიერთი ჰიტლერის პირადი ნივთი სახლში წააცუნცულა.image






















3
688
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
688
  
2014, 14 ივნისი, 19:58
საინტერესო იყო :)
2014, 14 ივნისი, 10:09
მადლობა..გაიხარე
2014, 14 ივნისი, 10:08
მიყვვარს ასეთი სტატიები
0 1 3