პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ 12 ივნისს ქალაქ კამპინასში, ნაკრების მორიგი ვარჯიში ტრავმის გამო ვერ დაასრულა.
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად 15-20 წუთი ფიზიკურად დაიტვირთა, თუმცა ბურთთან საკონტაქტო ვარჯიში ვეღარ გააგრძელა. ფოტოებიდან ჩანს, რომ რონალდუ მუხლის ტრავმამ კვლავ შეაწუხა და მინდორს ყინულის სახვევით ტოვებს.
მუნდიალის გახსნამდე გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა - რონალდუ სრული დატვირთვით ვარჯიშობდა. გუშინდელი ფაქტის შემდეგ, პორტუგალიელის მონაწილეობა გერმანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩში კვლავ ეჭვქვეშაა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge