საზოგადოება მარიამ კუბლაშვილის ტრაგიკული ისტორია, გოგონას ოჯახის წევრები "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის გამო აღარ ელაპარაკებიან 2014, 12 ივნისი, 22:59 ![]() ![]() მარიამს 5 წლით უფროსი ძმა ჰყავს, რომელიც ასევე პანკისელი ქისტია და თან ძალიან მკაცრი. "დედისთვის და ძმისთვის წარმოუდგენელია ჩემი, როგორც ადვოკატის, სცენაზე გამოსვლა და ცეკვა, ამიტომ ახლა წამოსული ვარ სახლიდან და ცალკე, ქირით ვცხოვრობი. ისინი ცოტა სხვა ტრადიციების ხალხია. პანკისს და მის მკაცრ ტრადიციებს ვერ ვეგუებოდი. ჩაცმულობის გამო იქ სულ მკიცხავდნენ"- ამტკიცებს მარიამი. კონკურსის ერთ-ერთ ტურზე მარიამმა დედა შენიშნა, თუმცა მაინც სწყინს, რომ მან მაშინ მიატოვა, როდესაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა. "ძმამ კი მომწერა, რომ ამას არ მაპატიებს. თუ ჩეჩნური წესით აპირებს ჩემზე შურისძიებას, ანდერძს დავტოვებ, რომ ცუდის გაკეთება არ მინდა, უბრალოდ მინდა, დავამტკიცო, რომ მონდომებას შედეგი მოაქვს და მიუღწეველი არაფერია"-გვიამბო მარიამმა. მარიამს ერთი ვაჟი ჰყავს, 9 წლის გიორგი-არბი. არბი ჩეჩნური სახელია. მარიამს უნდა მის ვაჟს წარმომავლობა ყოველთვის ახსოვდეს. ![]() ![]() ![]() 3092 7-ს მოსწონს 4-ს არა
|