საზოგადოება გოგონა "კემოსიდან" - ქეთი მოსიძე 2014, 12 ივნისი, 21:04 ![]() დაიბადა - თბილისში, 21 ივლისს 1995 მუშაობს - კომპანია კემოსს-ში დიზაინერად უყვარს - ადამიანებთან ურთიერთობა, ხატვა, მოგზაურობა და კითხვა. სძულს - პირფერი ადამიანები, ზარმაცები მოღალატეები და ჭორიკნები. სურს - ჯამრთელობა, ჰქონდეს ბევრი ფული, დაეხმაროს ადამიანებს და ჰქონდეს დიდი წარმატება პროფესიაში. ქალი და სამსახური - ქალმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს რა უყვარს და აუცილებლად უნდა იმუშაოს იქ სადაც დააფასებენ მის შრომას. ![]() საყვარელი სუნამო - აგენტ პროვოცატეურ. საყვარელი ფილმი - ჯეინ იარი. ![]() საყვარელი ფერი - ფირუზისფერი. აზრები ომზე - თუ ჩვენ არ ვიქნებით ომის წინააღმდეგნი, მაშინ ჩვენ ის გაგვანადგურებს. გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ომი ბოროტებაა. ბუნებით პაციფისტი ვარ . აზრები სიყვარულზე - ჯერ არავინ მყვარებია, მაგრამ მგონია, რომ სიყვარული არ უნდა იყოს საჭიროებისთვის, სიყვარული უნდა იყოს მხოლოდ ბედნიერებისთვის. აზრები ქართველ კაცებზე - ჩემი აზრით ქართველი კაცი არის ღირსეული და ქალის ყველაზე დიდი ქომაგი. აზრები ქართველ ქალებზე - მიუხედავად მძიმე პირობებისა, ქართველი ქალი უკიდეგანოდ თავდადებული დედაა და თავდადებული მეუღლეა, დღესაც და ისტორიულადაც ქართველმა ქალმა გადაარჩინა თავისი ოჯახი დაღუპვისაგან. ქართველი ქალი ჩემთვის გამძლეობის სიმბოლოა. ![]() წარმატების ფორმულა - სწორად არჩეული საქმე, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა. 289 3-ს მოსწონს
|