x
image
beko777
დათო ოქიტაშვილი - მე არ ვთხოვ ჩემს შვილს, რომ მითხრას იმაზე მეტი, რასაც თვითონ არ თვლის საჭიროდ
რუბრიკა - მამა-შვილი ინტერვიუ დათო და თათა ოქიტაშვილებთან


- მე არ ვთხოვ ჩემს შვილს, რომ მითხრას იმაზე მეტი, რასაც თვითონ არ თვლის საჭიროდ


imageინტერვიუ იმ დროსაა ჩაწერილი, როცა დათო მეორე დღეს თემურ წიკლაურის ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით ჩვენი რედაქტორის რადიო-გადაცემაში იყო მიწვეული პირდაპირ ეთერში სტუმრად.


რამდენადაც გულახდილი რესპოდენტია დათო, იმდენად თავშეკავებული მომეჩვენა მისი მშვენიერი ქალბატონი, 19 წლის უფროსი შვილი - თათა, თუმცა როგორც საუბრის დროს გავარკვიე - გადაღლილი დღის გამო ყოფილა ეს ყველაფერი.
დათო ოქიტაშვილის საქმიანობა ყველასთვის ნაცნობი ამბავია, აი მისი მამობის ავ-კარგიანობის შესახებ არსად წამიკითხავს, ამიტომ საინტერესო იქნება დათო ოქიტაშვილის ამ კუთხით დანახვა



image

- ჩემს შვილებთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე გაცილებით მეტ დროს ატარებს შვილებთან, ვიდრე მე, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე და ჩემი გოგოები ვმგეობრობთ. ჩვენ ყოველთვიოს გულახდილები ვართ და შესაბამისად გულახდილად ვსაუბრობთ. დედა უფრო მკაცრია ობიექტური მიზეზების გამო, რადგან მე, სახლში ღმერთმა უწყის როდის მიწევს მისვლა. მაგალითად ჩემი პატარა ქალიშვილი 2 დღე არ მყავდა ნანახი, მაგრამ ამოდის ხოლმე სამსახურში და იქ მნახულობს.
- გამოდის, რომ თქვენი მოუცლელობის გამო ნაკლებ დროს ატარებთ შვილებთან?
- ყოველთვის ვცდილობ, რომ დიდი დრო დავუთმო შვილებს, მაგრამ რად მინდა ტყუილი? სამწუხაროდ ეს ხშირად არ ხდება ხოლმე. ამას წინათ ერთად ვიყავით ყველანი წასული და ძალიან ბედნიერი ვიყავი.
image- დასასვენებლად?
- კი, ჩემმა მეგობარმა დამპატიჟა მილანში და ყველანი ერთად ვიყავით წასულები. ყველაზე დიდი ბედნიერება ის არის, რომ ისვენებ, სხვა გარემოში როცა ხარ და თავისუფლად რომ გრძნობ თავს.
- ბავშვობაში თუ დაგყავდათ ხოლმე შვილები დასასვენებლად?
- კი, ძალიან ხშირად -ზღვაზე, საირმეში, ბაკურიანში. თოვლზე გიჟდებიან და თოვლს რომ ხედავენ ირგვლივ ყველაფერი ავიწყდებათ. ვცდილობდი რომ სულ მესიამოვნებინა.
- ისინი რამდენად გახსნილები არიან თქვენთან ურთიერთობაში?
- იმ დოზით გახსნილები არიან ჩემთან, რა დოზითაც მე მათ შესახებ უნდა ვიცოდე. მე არ ვთხოვ ჩემს შვილს, რომ მითხრას იმაზე მეტი, რასაც თვითონ არ თვლის საჭიროდ.
- მომთხოვნიც არა ხარ? მკაცრი, ბრაზიანი?
- ჯერ მამა, რომ ხელს დაარტყამს შვილს და გოგოს მითუმეტეს, ძალიან ცუდი რაღაც მემართება და ეგეთ მამა-შვილურ ურთიერთაბას დიდი ხნის ურთიერთობა არ უწერია. მე ვენდობი ბოლომდე.
თათა ოქიტაშვილი: - დათოსთან ძალიან ვმეგობრობ. ჩემს მეგობრებთან დაკავშირებით თუUრამე მაინტერესებს ან რაღაც მაქვს სათქმელი, მამაჩემს უფრო ვუყვები ვიდრე დედაჩემს. დედაჩემმაც კი იცის ხოლმე ყველაფერი, მაგრამ მამაჩემი ღადაობს ხოლმე და რაღაც რჩევებსაც მაძლევს.
- თათა, რაც წეღან დათომ აღნიშნა რომ ნაკლები ურთიერთობა მიწევს შვილებთანო და მამასთან ურთიერთობის დეფიციტს რითი ავსებ ხოლმე?
- სამსახურში ვაკითხავ ხოლმე. რამე როცა მაინტერესებს, ტელეფონზე ვურეკავ, თუ დრო აქვს და მპასუხობს, ეგრევე ვაკითხავ.
image- თუ ხარ დაინტერესებული მამის საქმიანობით. იგივე იმ პროექტებით რასაც მამა აკეთებს ხოლმე?
- არა. მე მზადების პროცესი უფრო მაინტერესებს ხოლმე ამ ყველფრის ვიდრე რაც გამოდის უკვე სააშკარაოზე.
დათო: - ძალიან უყვარს კულისებში ყოფნა და აინტერესებთ იქაური ცხოვრება. მე ყოველთვის მაქვს სურვილი, რომ გადაიღონ ხოლმე კულისებში რაც ხდება, რადგან ხალხი რომ გამოდის მაყურებელი მხოლოდ სისუფთავეს ხედავს რეალურად, მაგრამ თითოეული კონცერტის თუ რაიმე პროექტის შექმნის დროს რამხელა შრომაა ჩადებული და ძალისხმევა ამას ვერავინ ვერ ხედავს და სწორედ ეს უნდა დაინახონ. არცერთი კონცერტი არ მახსოვს, რაც ფილარმონიაში ჩატარებულიყოს და მე დარბაზში ვმჯდარიყავი. არა აქვს მნიშვნელობა ის ჩემი გაკეთებული კონცერტი იყო თუ არა.
- თათა, შენც ხომ არ ჩართულხარ ხოლმე მამის საქმიანობაში?
- კი, ვეხმარები ხოლმე და მითუმეტეს შემდეგ რომ ხალხს მოსწონს ეს ყველაფერი ორმაგად სასიხარულოა, რადგან შენც მიგიძღვის რაღაც წვლილი ამაში.
- არ გიფიქრია, რომ იმ საქმეს გაყოლოდი რასაც მამაშენი აკეთებს. მითუმეტეს ორგანიზების და მარკეტინგული ნიჭი გქონია.
image- რატომაც არა, მაგრამ კონცერტების და მსგავსი რამეების ორგანიზატორობა ნამდვილად არ მინდა. სხვა რაღაცა მაინტერესებს. რასაც მე ვუყურებ ძალიან დიდი ნერვები სჭირდება და დიდი შრომაა ამ ყველაფერში ჩადებული და მთლად ეგრეც არ მინდა (ეღიმება).
- სახლში თუ აისახება ეს დაღლილობა დათოს ნერვებზე?
- არა, რადგან როცა დაღლილი მოდის პირდაპირ შედის და იძინებს (იცინის).
- არც ხმამაღალი სიტყვა არ გახსოვს მამისგან?
- არა.
- იმიტომ რომ არაფერი დაგიშავებია თუ?
- მემგონი არაფერი დამიშავებია ისეთი რომ ჩემთვის ეყვირა და არც დღეს ვაკეთებ ისეთ რაღაცას რომ მეჩხუბოს.
- გინდა თქვა, რომ დედა უფრო მკაცრია?
- დედა სულ მეუბნება დაჯექი და იმეცადინე და დათო ამას არასდროს მეუბნება ხოლმე (იცინის).
image- პროფესიის არჩევასთან რომ მიდგა საქმე, რამდენად ჩაერია მამა შენს გადაწყევტილებაში?
- არასდროს არ ჩარეულა ამ საქმეში.
დათო: - თათა იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც თვითონ უნდა გადაწყვიტოს ის თუ რა უნდა მას. არ მივეკუთვნები მშობლების იმ კატეგორიას, რომელიც დაჟინებით შვილს ეუბნება, რომ გინდა თუ არა ექიმი უნდა გამოხვიდე ან სხვა რამ. მე პატივს ვცემ ჩემი შვილის გადაწყვეტილებას.
- დათო, რამდენად გათამამებულები არიან თქვენი შვილები?
- არანაირად. არასოდეს ჩემი შვილისთვის არ მითქვამს რომ იმეგობრე ამ ადამიანთან იმიტომ, რომ ის ვიღაცის შვილია, რადგან არასოდეს ადამიანს თავში არაფერი არ უნდა აუვარდეს. იყო ჩემს ცხოვრებაში აღმასვლაც, დაღმასვლაც, მაგრამ მე მეგობრები შემინარჩუნებია. სტატუსის მიხედვით არასოდეს არავისთან არ უნდა იმეგობრო და მე მიხარია, რომ როგორც მე ასევე ჩემი შვილები გამოირჩევიან დიდი ქველმოქმედებით და ყოველთვის ცდილობენ რომ ვიღაცას დაეხმარონ, რაღაცა გაუკეთონ და მე ამას რომ ვუყურებ ძალიან მიხარია.
- თათა, გარდა იმისა რომ დათო არის შენი მამა. ვინ არის დათო ოქიტაშვილი შენს ცხოვრებაში? რამდენად მისაბაძი პიროვნებაა ის შენთვის?
image- ნამდვილად არის. ძალიან ვგავართ მე და მამა ერთმანეთს.
- შენც ასეთივე პირდაპირი ხარ როგორიც დათოა?
- რა თქმა უნდა, პირდაპირი უნდა იყო ცხოვრებაში. მე არ მესმის და ვერ ვიტან როცა ზურგს უკან ლაპარაკობენ შენზე, მიდი და პირში უთხარი ადამიანს რაც სათქმელი გაქვს.
- და მაინც... ვინ არის შენთვის დათო ოქიტაშვილი?
- რასაც დღეს დათომ მიაღწია, სწორედ ამ მიღწევების გამო არის ჩემთვის მისაბაძი ადამიანი და კარგი მეგობარი.
- პირად ცხოვრებაში თუ ჩარეულა?
დათო: - არასოდეს ჩავრეულვარ თათას პირად ცხოვრებაში. როდესაც შენი შვილი ვიღაცას უყვარს, ეს ხომ ბედნიერებაა? უბრალოდ მაინტერესებს ვინ უყვარს ან ვინ მოსწონს, მაგრამ რაღაცა ბარიერის მიღმა აღარ გადავდივარ. ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღიაა სტუმრებისთვის. არასოდეს ჩემს შვილს არ ვეტყვი, რომ ნახე ისეთი ვისაც ბევრი ფული აქვს, პირიქით, ამ ცხორვებაში სიყვარულით უნდა გათხოვდეს ნებისმიერი ქალბატონი. ღმერთს რაც უნდა მაინც ის მოხდება, იმიტომ რომ, ძალით სიყვარული და ძალიათ გათხოვება კარგის მომტანი არაა.
- თათა, შენ თუ ეთანხმები მამის პოზიციას?
- ნამდვილად ვეთანხმები და ვთვლი, რომ პირად ცხოვრებაში საერთოდ არავინ არ უნდა ჩაერიოს.
- როდესაც ვინმე გიყვარს ეუბნები ხოლმე მშობლებს?
- არ ვეუბნები.
- რატომ?
- არ მივიჩნევ საჭიროდ და იმიტომ, თუ კითხვას დამისმევენ მაგ შემთხვევაში ვეტყვი. დამალვით ნამდვილად არ დავუმალავ.
- და ბოლოს, დათო როგორი სიძე ვერ წარმოგიდგენია ვერასდროს?
- გაზულუქებული ანუ თავის თავი რომ ვიღაცა ჰგონია. პირველ რიგში მინდა რომ იყოს ადამიანი, ჭეშმარიტი, ნამდვილი კარგი ადამიანი და რაღათქმაუნდა ძალიან მაგრად უყვარდეს ჩემი შვილი, მეტი არაფერი არ მინდა. შეიძლება არც მე და არც ჩემს მეუღლეს არ სცეს პატივი, მაგრამ ჩემს შვილს აუცილებლად უნდა სცემდეს პატივს და უყვარდეს.

ესაუბრა გიორგი საკარული



image

0
113
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0