საზოგადოება ბანკეტის დღეს საშინელი ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა უმძიმესად დაშავდა 2014, 12 ივნისი, 16:56 ბანკეტი ყველა სკოლადამთავრებულისთვის უბედნიერესი დღეა... ეს ის დღეა, როდესაც ახალგაზრდები ემშვიდობებიან ბავშვობას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან... ალბათ ყველამ კარაგდ იცით რამდენი სიხარული და სიყვარულია ამ ერთ დღეში გაერთიანებული... ვინ წარმოიდგენს, რომ ამ დღეს შეიძლება რაიმე საშინელება მოხდეს, მაგრამ საუბედუროდ ასეთი შემთხვევებიც ხშირად თუ არა იშვიათად მაინც ხდება. ერთ-ერთ სკოლის ბანკეტზე საშინელი ტრაგედია დატრიალდა. 29 მაისს, თბილისის 84-ე საჯარო სკოლის ბანკეტზე, ერთ-ერთი წყვილი ლადო ჩაჩანიძე და ლოლიტა ჯულაყიძე საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვნენ. ორივე ახალგაზრდა ძალიან დაშავდა და ახლა ისინი სიცოცხლეს ებრძვიან. ლოლიტა ჯულაყიძე, რომელიც დედისერთაა სასწრაფოდ გადააფრინეს ისრაელში, ხოლო ლადო ღუდუშაურის საავადმყოფოშია მოთავსებული. მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ისინი აპარატზე არიან შეერთებული და მათი მკურნალობაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მათი მეგობრები ცდილობენ მოიძიონ თანხები ლოლიტას და ლადოს გადასარჩენად. ფოტოზე მითითებულია ნომერი სადაც შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ. გთხოვთ რითიც შეგიძლიათ დაეხმარეთ! გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ლადოს და ლოლიტას! ღმერთი არ გაწირავს მათ ამის იმედიღა დარჩა. 455 6-ს მოსწონს
|