ნამცხვრები ჯემიანი ხრაშუნა ნამცხვრები 2014, 12 ივნისი, 15:52 ინგრედიენტები: • 380 გ. ფქვილი • 250 გ. დარბილებული კარაქი • ჯემი 150 ( გარგარი, კომში...) • 150 გ. შაქარი • 1 კვერცხი • 80 შაქრის პუდრა • 1 ჩ.კ ვანილი • 2 ს. კ ლიმონის წვენი • მწიკვი მარილი მომზადება: კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ კარგად დაამატეთ კარაქი, ვანილი, მარილი და ფქვილი.მოზილეთ ცომი. შეახვიეთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 1 საათით. დროის გასვლის შემდეგ, გამოიღეთ ცომი მაცივრიდან. თუ დამუშავებას არ დაემორჩილა, გააჩერეთ ცოტა ხნით თბილ ადგილას და ხელით გადაზილეთ. გააბრტყელეთ თხლად, დაახლოებით 3 მმ-ზე, ამოჭერით სპეციალური ფორმებით. ნახევარს შუაში ამოაჭერით სასურველი ფორმის პატარა ფიგურა.
ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ 10-12 წუთი. გამოცხობის დასრულების შემდეგ ამოჭრილ ნამცხვრებს გადაუსვით კომშის და გარგარის ჯემი. (ან თქვენ რომელიც გსურთ) მოაყარეთ შაქრის პუდრა. ნამცხვრები მრავალფეროვანი რომ გამოგივიდეთ გამოიყენეთ სხვადასხვა საეხეობის ჯემები. გემრიელად მიირთვით! 222 1-ს მოსწონს
|